რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
,,დიდი სტალინი" საკრებულოს სხდომაზე

02.10.2015 ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე დღეს ბევრი ,,ტურისტი" მივიდა. როგორც მსახიობმა და საკრებულოს წევრმა რამაზ იოსელიანმა შეხვედრის ბოლოს თქვა, ყველამ ,,აბსურდის თეატრი" იხილა. საკრებულოს თავმჯდომარისგან მარცხენა მხარეს სტალინის მომხრეები, ხოლო მარჯვნივ - სტალინის მოწინააღმდეგეები ისხდნენ. შუაში კი გადაწყვეტილების მიმღებნი. 

04:26 / 03.10.2015
,,დამფუძნებელი კრების ქალები" - სუხიშვილის უნივერსიტეტში

01.10.2015 გორში, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა  გამოფენა სახელწოდებით: „დამფუძნებელი კრების ქალები 1919-1921“ მოაწყო.

03:01 / 02.10.2015
გუბერნატორი: ,,ჩვენ დასუფთავებაში ხდება ეს?"

01.10.2015 კომბინატის დასახლებაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს უთხრა, რომ დასუფთავების სამსახურში ხელფასები უსამართლოდ ნაწილდება. ის 7 წლის განმავლობაში გორკის სახელობის თითქმის კილომეტრიან ქუჩას ასუფთავებდა.

23:35 / 01.10.2015
სოზარ სუბარი: ,,ეს მიწა დაგვიანებით გადმოგვცეს"

01.10.2015 კომბინატის დასახლებაში დევნილთათვის გათვალისწინებული 8 კორპუსი 21 თვეში აშენდება. დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამუშაოები დაიწყებოდა უფრო ადრე, ადგილობრივი საკრებულოს რომ მიწების გადაცემა არ დაეგვიანებინა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეო-არქივში მოიძებნება ვიდეო, სადაც ოპოზიცია გორის მთავრობას, მიწების გადაცემის სანაცვლოდ, ულტიმატუმს უყენებს. 

19:39 / 01.10.2015
რა მოხდა მოძღვრებს შორის პატრიარქის ვიზიტის დროს

01.10.2015 გორის რაიონის სოფელ შინდისში, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების მემორიალთან და ეკლესიასთან, სამმა სასულიერო პირმა სამების ეკლესიის მოძღვარს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ეს ის დღეა, როდესაც სოფელში საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ელოდებოდნენ. 

23:33 / 30.09.2015
ხანძრის დროს ოჯახის მძინარე წევრები ბავშვის ტირილმა გადაარჩინა

30.09.2015 გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში როლანდ გოგინაშვილის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი 30 სექტემბერს გამთენიისას გაჩნდა. ოჯახის წევრებს იმ დროს ეძინათ.

23:19 / 30.09.2015
,,ორჯონიკიძეში ვერ გავძლებ"

78 წლის დუნია გოლოშვილი სოფელ ზადიანთკარში მარტო ცხოვრობს. ქალიშვილები საქართველოში ცხოვრობენ თავიანთი ოჯახებით, ვაჟი კი ჩრდილოეთ ოსეთში ჰყავს.

03:04 / 30.09.2015
,,ორჭოსნიდან ჩემ სიძეს და ნათლიკაცს დავპატიჟებდი" - 100 წლის მოხუცის ნატვრა

დიმიტრი ზადიშვილი 100 წლის 2015 წლის 20 სექტემბერს გახდა. ის კასპის რაიონის სოფელ ზადიანთკარში ცხოვრობს. იუბილეზე მისი ნათესავები ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოვიდნენ.  

01:49 / 30.09.2015
მოსავლიანი გაჭირვება რენეში

ქოქაშვილების ოჯახში ფიქრობენ, რომ ხახვის დიდი მოსავალი მათ სოციალურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ტონა ნახევარი ხახვის რეალიზაცია ხარჯებს ვერ აანაზღაურებსო, ამბობს ნოე ქოქაშვილი. 

01:11 / 30.09.2015
,,კრედიტმა, პირიქით, დაგვაქცია"

კასპის რაიონის სოფელ რენეში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მიზნით აღებული კრედიტების წყალობით, უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.

23:36 / 29.09.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.