რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს 100 ლარი მიეცემათ

21.05.2015 ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს 100 ლარი მიეცემათ. ამის შესახებ დადგენილების პროექტი ქალაქ გორის საკრებულოში გუშინ 20 მაისს შევიდა. ახალ გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

19:27 / 21.05.2015
,,გრანდ" - იოზული არხები

21.05.2015 გორის რაიონის სოფელ უფლისციხესთან გაკეთებულ ახალ სარწყავ არხში, ერთ-ერთ მონაკვეთზე,  საცდელად გაშვებული წყალი უკან დაბრუნდა. ამის გამო სამელიორაციო სამუშაოები აპრილის თვეში დროებით შეჩერდა. მაისის თვიდან კი განახლდა. მასშტაბური პროექტი, რომელსაც კომპანია ,,გრანდი" ახორციელებს,  ყარაღაჯი-დოესი-გრაკალი-ქვახვრელი-უფლისციხე-ხიდისთავს მოიცავს.

19:05 / 21.05.2015
საქმის გარჩევა და ჩხუბი საგურამოს ტყეში

20.05.2015 დაკავებულებს ბრალად ადამიანის გატაცება და მძევლად აყვანა ედებათ. საგურამოს ტყეში 2015 წლის 31 მარტს ატეხილი ჩხუბის შემდეგ, დაპირისპირებული მხარეები ჯერ სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ, შემდეგ 6-მა ადამიანმა ორი პირი მანქანაში ჩასვა და გორში ერთ-ერთ ბინაში მიიყვანა. პოლიციამ შეტყობინება მეორე დღეს მიიღო და ხუთი პიროვნება (ერთი მოგვიანებით) გატაცების მუხლით დააკავა. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გატაცებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო წაყენებული ბრალი, მხოლოდ, ჩხუბის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს.

02:49 / 21.05.2015
,,ოსებმა მობილურიც და დურბინდიც გამომატანეს"

20.05.2015 ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული და, ამჟამად, გათავისუფლებული გიორგი ანანიაშვილი იხსენებს, რომ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ, ოსებმა პირადი ნივთები - მობილური ტელეფონი და დურბინდი გამოატანეს. თუმცა ჯარიმა - 100 ლარის ეკვივალენტი რუსულ რუბლში - ოჯახის წევრებმა გადაიხადეს. იგი აპრილში სოფელ საკორინთლოსთან ახლოს საქონელს აძოვებდა და რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. გიორგი ანანიაშვილი 78 წლისაა.

01:17 / 21.05.2015
,,მშურს თქვენი"

20.05.2015 ,,მშურს თქვენი" - უთხრა ბრეძას წარმომადგენელმა სოფელ ფცას ტერიტორიული თემის სპეციალისტებს. საქმე ფცაში მიმდინარე სამუშაოებს ეხება, რომლითაც სოფლის ადმინისტრაციული შენობა, ამბულატორია და საბავშვო ბაღი კეთდება.

21:51 / 20.05.2015
მოწმე ფინანსური პოლიციელის საერთო მეგობარი აღმოჩნდა

20.05.2015 სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის, ტარიელ გურგენიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფინანსური პოლიციის 3 თანამშრომელი დაიკითხა. ქრთამის მოთხოვნისა და მისი აღების საქმეში  ,,დაზარალებულად" ცნობილი მამედოვი ფინანსური პოლიციის თანამშრომლის მეგობარი აღმოჩნდა. ამის შესახებ პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

 

 

17:52 / 20.05.2015
აბანოელები ოსებთან დამაკავშირებელ გზებზე ფიქრობენ

20.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოში, მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის წარმომადგენელს მდინარეზე გადასასვლელ იმ ხიდის აშენების აუცილებლობაში არწმუნებენ, რომელიც სამომავლოდ ოსურ სოფელებთან დასაკავშირებლად გამოდგება. ამის შესახებ რეაბილიტაციის პროცესში მყოფ საბავშვო ბაღთან გამართულ შეკრებაზე გახდა ცნობილი. 

17:02 / 20.05.2015
პოლიციელებს მოქალაქეები აშურიანის ველიდან გაექცნენ

20.05.2015  კასპის რაიონის სოფელ მეტეხთან, აშურიანის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაციის“ კუთვნილ 700 მეტრი სიგრძის სარწყავ მილებს იპარავდნენ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციელები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, თუმცა ამჟამად ბრალდებულები გაიქცნენ. აშურიანის ველიდან დაწყებული ,,დევნა" კასპში გაგრძელდა. 

16:29 / 20.05.2015
,,თვითონ თბილისში გულაობენ, აბა რეგიონებში ჩამოვიდნენ"

19.05.2015 შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იწყებს რუბრიკას - ,,წყაროზე რასაც ლაპარაკობენ". ამჯერად რუბრიკის მასპინძლები გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხეველები არიან. ადგილობრივები სატელევიზიო შოუების, სტალინის, სოფლის პრობლემების, მთავრობის პოლიტიკის, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის, სამართლიანობის აღდგენისა და, ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების შესახებ საუბრობენ.

02:08 / 20.05.2015
,,ნაციონალები ვაართ ჩვენა" - გორი წითელი არ არის

19.05.2015 ,,გამოვიდეთ და დავენახოთ ყველას, ვისაც გორი თვალში ეპატარავება, ვინც ამბობს, რომ ჩვენ ისტორიას პატივს არ ვცემთ, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ გვადარდებს! გამოვიდეთ და დავანახოთ მტერსა თუ მოყვარეს, რომ გორი კვლავაც პირველი შეეგებება მტერს, რომ ქედს არ მოვიხრით და ამაყად ვატარებთ ჩვენს წინაპართა სახელებს! ნუ გავახარებთ მტერს, დავდგეთ ერთად! 19 მაისს, 13:00-ზე შევიკრიბებით გორის თეატრის წინ. გელით ყველას!" - ეს მოწოდება შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს ეკუთვნის.

21:44 / 19.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.