26.05.2015 დამოუკიდებლობის დღეს გორში შოუბიზნესის ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებსაც სხვადასხვა დროს, კულტურის სამსახურის სხვადასხვა ხელმძღვანელების მეშვეობით, მუდმივად იწვევენ.
26.05.2015 ეპიზოდი დამოუკიდებლობის დღიდან. სცენაზე - ბავშვთა საცეკვაო გუნდი ,,ხელოვნების აკადემია"
25.05.2015 კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, სოფლის პროგრამით განხორციელებული პროექტი, სასმელ წყალთან დაკავშირებით, გუბერნატორის ლოგიკაში არ ჩაჯდა. ამის შესახებ რეგიონის პირველი პირისა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. 30 ათას ლარიანმა რეაბილიტაციამ სასმელი წყლით მხოლოდ მოსახლეობის 70% დააკმაყოფილა.
25.05.2015 გორის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში სკოლის მოსწავლეებსა და სპორტსმენებს შორის ჩხუბი მოხდა. საპატრულო პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, სკოლის ორი მოსწავლე დააკავა მხოლოდ.
23.05.2015 ,,ოპოზიცია ჯანსაღი გვყავს საკრებულოში" - უთხრა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს. 22 მაისს საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კვარტალში ერთხელ იმართება, გუბერნატორმა ქალაქში რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიმდინარეობა მოიკითხა.
23.05.2015 ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებული ფოტოებით დასტურდება, რომ საუდის არაბეთიდან და იორდანიიდან მობრუნებული ცხვარი სავალალო მდგომარეობაშია. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის მინდვრებზე ფოთის პორტიდან ჩაყვანილი ცხვრები 21 დღიან კარანტინის პერიოდს გადის და სიტუაცია მაქსიმალურ კონტროლზეა აყვანილი.
22.05.2015 სასმელი წყლის პროექტების ჩავარდნის გამო შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციასთან შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გუბერნატორმა სხვა რაიონების წარმომადგენლების გასაგონად ისაუბრა. შეხვედრას რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი არ ესწრებოდა, ხოლო მის მოადგილეს გია წვერავას შეხვედრა დაატოვებინეს, როგორც არაუფლებამოსილ პირს კანონით განსაზღვრულ საბჭოს შემადგენლობისთვის.
21.05.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები იმ დოკუმენტების შეგროვებას შეუდგნენ, რომელიც მაჟორიტარი პარლამენტარის ბიუროს ფართისა და ამ ფართის საიჯარო საბაზრო ღირებულების შესახებ მონაცემებს შეიცავს. ამ დოკუმენტების წარდგენა საკრებულოს წევრებმა მოითხოვეს. მაჟორიტარი პარლამენტარის ბიუროს საკითხი მომავალ სხდომაზე გადაწყდება.
21.05.2015 იორდანიიდან საქართველოში უკან დაბრუნებულ ცხვარს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე არსებულ დაახლოებით 300 ჰა საძოვარზე აგროვებენ. დღეს სპეციალური მანქანებით ფოთის პორტიდან 400 სული ცხვარი უკვე ჩაიყვანეს. იორდანიაში ქართულ ბიზნესკომპანიას ცხვრების შეყვანის უფლება არ მისცეს. ცხვარი მანამდე საუდის არაბეთში მიჰყავდათ.
21.05.2015 რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი სამუშაოებისა და ელექტრო–მექანიკური სისტემების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 22 მაისის, 00:00 სთ–დან 07:00 სთ–მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


