08.06.2015 სოფელ გრაკალში წვიმის დროს ბადრი ტატიაშვილის სახლში ბურთისებური ელვა შევარდა. ელექტრონული განმუხტვა 2015 წლის 6 ივნისს მოხდა.
08.06.2015 თავდაცვის მინისტრი ამ წუთებში გორის ჰოსპიტალში იმყოფება. დღეს, კაპრალი რამაზ დავითაია, რომელიც 2012 წელს ავღანეთში დაიჭრა, გარდაიცვალა.
08.06.2015 წუხელ ამილახვრის ქუჩაზე ჟიგულის მარკის ავტომანქანა იმ დროს გაძარცვეს, როდესაც გორის თეატრში კომედიის ფესტივალი სრულდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. წაღებულია აკუმულატორი.
08.06.2015 წითელი ჯვრის დახმარებით, იმ ოჯახებს, რომლებსაც სეტყვისგან, ღვარცოფისგან ან წყალდიდობისგან სახლებში ავეჯი დაუზიანდა, თეთრეული გაუნადგურდა და ა.შ., შესაბამისი ინვენტარი გადაეცემა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ რწმუნებულებთან საგანგებოდ გამართულ თათბირზე განაცხადა.
08.06.2015 სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელ კომისიასთან გორის რაიონის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას კონფლიქტი მოსდის. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა საკუთარ წარმომადგენლებთან დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე განაცხადა. მისი თქმით, სოფლის რწმუნებულებმა შუამავლის როლი უნდა შეასრულონ და დაძაბული შემთხვევი განმუხტონ.
07.06.2015 დღეს საღამოს გორის თეატრის ეზოში კომედიის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
07.06.2015 გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლი, 60 წლის მამაკაცი 2015 წლის 5 ივნისს დააკავეს.
06.06.2015 ვასილ მუმლაძე საპატრულო პოლიციის კუთვნილი ახალი მანქანით სოფელ შავშვებთან ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ გზიდან გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, იგი არ დაშავებულა. შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის სახაზო სამმართველოს უფროსი გამოძახებაზე სოფელ ხურვალეთისკენ მიემართებოდა. ინციდენტი 2015 წლის 5 ივნისს მოხდა.
06.06.2015 იმ 40-მდე სოფელს, რომელიც მიმდინარე კვირას გორის რაიონში დაისეტყვა, ატენი და ხიდისთავი მიემატა. ატენის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი შავდათუაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სეტყვის ამსახველი ვიდეო და სეტყვის შედეგად დაზიანებული ხეხილის ბაღებისა და მოსავლის ფოტოები მიაწოდა.
06.06.2015 გორის რაიონის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სეტყვისგან დაზარალდა, აცხადებს, რომ სახელმწიფო პროგრამა შეღავათიანია აგროდაზღვევის შესახებ, არ გაუგიათ. ამის შესახებ დისკუსია მათსა და გამგებლის მოადგილეს, გია წვერავას შორის, მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტში გაიმართა.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


