რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ფესტივალი - ნიქოზი 2015

1 ივნისს ნიქოზში პირველად ჩატარდება ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალი - „ნიქოზი 2015". ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები და გუნდები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ახალდაარსებული სალოტბარო სკოლებიდან (500-მდე ბავშვი და მოზარდი). გაიმართება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა.

14:17 / 01.06.2015
სეტყვა ზეღდულეთში

31.05.2015 დღეს ძლიერმა სეტყვამ გორის რაიონის სოფელ ზეღდულეში ვენახების, ნათესების და ხეხილის დიდი ნაწილი გაანადგურა. იტყობინებიან, რომ დაიღუპა შინაური ფრინცველიც. ადგილობრივმა მოსახლეობამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები მიაწოდა.

18:23 / 31.05.2015
დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

30.05.2015 ,,ყველამ თავის ტრ....ს მიხედოს" - ამ სიტყვებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წევრმა რობერტ კავთიაშვილმა საკრებულოს წევრების იერიში მოიგერია. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მუნიციპალიტეტის გამგებლის მუშაობის შესახებ პირველი კვარტლის ანგარიში დაიწუნა.  ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან კამათი  სწორედ მისმა გამოსვლამ გამოიწვია. 

00:21 / 31.05.2015
,,სოზარმა ტელეფონით გვითხრა, ეგ შენობები მაინც ჩვენი იქნებაო"

28.05.2015 გორში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის 4 შენობას ეკონომიკის სამინისტრო საკუთარ ბალანსზე აყვანის მიზნით ითხოვს. ამის წინააღმდეგ ქალაქის საკრებულოს 3 ოპოზიციური პარტია - ,,თავისუფალი დემოკრატები", ,,ერთიანი ოპოზიცია - ნინო ბურჯანაძე" და ,,ქართული პარტია" - მიდის. კომისიის გაფართოებულ სხდომაზე მერიის თხოვნის წერილი განიხილეს. გორის მერი საკრებულოსგან შენობების გადაცემის ნებართვას ითხოვს.

04:14 / 29.05.2015
პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა ერთმანეთი სცემეს

28.05.2015 გორის რესტორნებში ტრადიციად ქცეულ ჩხუბის სერიებს პოლიციელები აქტიურად ,,უერთდებიან". რესტორან ,,ნაჭარმაგევში" მომხდარი მასშტაბური დაპირისპირების შემდეგ რეგიონის პოლიციის უფროსის თანამდებობას გიორგი ლოთუაშვილი ტოვებს. მისმა პოლიციელებმა სპეცრაზმელებს სძლიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, განმარტებისგან თავს იკავებს.

02:24 / 29.05.2015
30-31 მაისს - ფორუმი პარტნიორობის შესახებ

ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ამა წლის 30 და 31 მაისს, გორში  იმართება ფორუმი „პარტნიორობის შესახებ“, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, კულტურის სფეროში მომუშავე ცენტრები.

20:35 / 28.05.2015
,,გულზე ხელი უნდა დავადო კალაძეს"

27.05.2015 ,,ჩემი შვილიშვილის ტოლია კალაძე, მაგის მეუღლე ჩემი შვილიშვილის კურსელია. უნდა გულზე დავადო ხელი, გავიგო, ქვისა აქვს თუ ხორცისა" - უთხრა Qartli.gE-ს კასპის რაიონის სოფელ თელადგორში მცხოვრებმა მოხუცმა ქალბატონმა იმ დროს, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს სოფელში ელოდებოდნენ. 

23:34 / 27.05.2015
ქარელის ხმა - 26 მაისს

27.05.2015 დამოუკიდებლობის დღე ქარელში კონცერტით აღნიშნეს. ზეიმს ოპოზიცია შორიდან ადევნებდა თვალყურს.

19:12 / 27.05.2015
,,დანერგე მომავალი" - 14 პროექტი დამტკიცდა

27.05.2015 სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში  დღეის მდგომარეობით სულ 14  განაცხადი დაამტკიცა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

15:37 / 27.05.2015
ოსურმა მხარემ 10 დაკავებული გაათავისუფლა

26.05.2015 დღეს საღამოს, 18:20 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ”საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით სხვა და სხვა დროს უკანონოდ დაკავებული 10 პირი გათავისუფლდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

03:19 / 27.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.