14.05.2015 გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები ლია გოგაძე კლუბის ხელმძღვანელობიდან ისე გაათავისუფლეს, რომ არ უკითხავთ, თუ საიდან გააჩინა დარბაზისთვის სკამები, ვინ გადააფარა ჭერს სახურავი; ვინ გაიყვანა ელსადენები და ვინ გაანათა დარბაზი; ვინ შელესა კედლები და ვინ მოაწყო სცენა ფარდებით და, საერთოდ, ვინ გადაარჩინა ხიდისთავის კულტურის სახლი?
13.05.2015 დღეს საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩზე გორის "დილამ" სტუმრად, ალექსანდრე კვახაძის გოლის წყალობით, "სამტრედია" ანგარიშით 0:1 დაამარცხა და ვადამდე საქართველოს ჩემპიონი გახდა.
12.05.2015 დღეს, კასპის რაიონის სოფელ ნიაბში, 43 წლის ტრისტან შ-შვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინის აივანზე გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს. პირველადი ვერსიით, გარდაცვალების ფაქტი თვითმკვლელობას უკავშირდება, რადგან აწ გარდაცვლილს კისერზე თოკი ჰქონდა გაკეთებული.
11.05.2015 კასპის რაიონის სოფელ წინარეხში ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს სასმელი წყლის ამღვრევის მიზეზებს. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი სოფელში ვითარების გასაცნობად ჩავიდა. ადგილზე საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. თუმცა ვერაფერი გაარკვიეს.
11.05.2015 დღეს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა შიდა ქართლის გუბერნატორთან ზურაბ რუსიშვილთან, მის მოადგილეებთან, ქალაქის მერთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და რეგიონში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
11.05.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გია წვერავა საკრებულოს სხდომიდან გაიქცა. მისი გაღიზიანება იმ პროექტის ჩავარდნამ გამოიწვია, რომლის მიხედვით გორის რაიონის გამგეობაში ახალი შპს ,,სარიტუალო სახლებისა და საზოგადოებრივი მომსახურების გაერთიანება" უნდა შექმნილიყო. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ, მათ შორის კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლება იდეა ,,ჩააგდეს"
11.05.2015 ქვახვრელის სასმელი წყლისთვის შედგენილ პროექტში, ხარჯების სპეციალურად გაბერვის გამო, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კომპანია ,,ენვეენი" შავ სიაში შეიტანა. ამის შესახებ გამგებლის მოადგილემ გია წვერავამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არაკეთილსინდისიერმა საპროექტო ორგანიზაციამ დოკუმენტებში ჭაბურღილის მშენებლობის ღირებულება 500 ათასი ლარიდან 1 300 000 ლარამდე იმიტომ გაზარდა, რომ პროექტის ექსპერტიზის ჩასატარებლად დამატებითი სახსრები მიეღო.
10.05.2015 გორის ცენტრში, კორპუსში, პოლიციელებმა მგელი მოკლეს. სტალინის #29-ში მცხოვრებლებმა ის გამთენიისას შეამჩნიეს. ადგილობრივების ვარაუდით ცხოველი ასაკიანი და შიმშილისგან დასუსტებული იყო.
09.05.2015 კასპი, გორი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
09.05.2015 ორგანიზატორების განცხადებით ქალაქში წითელი დროშებით 80 მანქანა შემოვიდა. მერიას კი სტალინის ძეგლის დადგმის თაობაზე ვადა 2015 წლის 24 ივნისამდე მისცეს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


