რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სქემა - ატენის ხეობიდან სტიქია მტკვრის ხეობას აუყვა

11.06.2015 ტანას ხეობიდან სეტყვა მტკვრის მარცხენა სანაპიროს აუყვა. ატენის თემში შემავალი სოფლები უკვე ხელმეორედ დაისეტყვა. ამის შემდეგ სეტყვამ ზედაველის ველი გადაიარა და სოფელი დოესი, გრაკალი, სასირეთი და მეტეხი დასეტყვა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სეტყვა კავთისხევთან დასრულდა. 

01:27 / 12.06.2015
გორელებს ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას სთავაზობენ

11.06.2015 გორელებს (FABLOB) და (ILAB) ტიპის სამრეწველო და სასწავლო ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას სთავაზობენ. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერის მოადგილეს დღეს შეხვდნენ.

 
18:09 / 11.06.2015
უფლისციხეში ხიდს ახალი მოაჯირები უკეთდება

11.06.2015 ისტორიულ ძეგლთან - უფლისციხესთან მიმასვლელ გზაზე, მდინარე მტკვარზე მდებარე ხიდს ახალი მოაჯირები უკეთდება. აღნიშნული სამუშაოები ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ხიდი 40 წლის წინ აშენდა.

17:17 / 11.06.2015
ახალი ანსამბლი ,,მაჩაბელა" და 80 400 ლარი

11.06.2015 ახალი ანსამბლის, ,,მაჩაბელა"-ს დაფუძნების მიზნით, გორის თემის საკრებულო გამგებლისთვის თანხმობის მიცემას აპირებს. ამის შესახებ განკარგულების პროექტი საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა უკვე მოამზადა. ახალი ჯგუფის ბიუჯეტი 80 400 ლარი იქნება.

16:24 / 11.06.2015
რა შეთავაზებებია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებისთვის

10.06.2015 ორგანიზაცია ,,ქალი და განვითარება"-ს ხელმძღვანელის ფატი ბუხრიკიძის განცხადებით, საზღვარგარეთ ლეგალურად მცხოვრები და შემდგომში საქართველოში დაბრუნებული თანამოქალაქეების მიმართ  სახელმწიფოს ახალი პროგრამა არ ვრცელდება. ამის შესახებ მან გუშინ შიდა ქართლის გუბერნატორთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითი მოიყვანა.

00:27 / 11.06.2015
ტოტალიზატორში დაყრილმა ფულმა გირაო ,,მოიგო"

10.06.2015 სასტუმრო ,,ინტურისტში" მდებარე ტოტალიზატორში 39 წლის მამაკაცმა ,,უპატრონოდ" დაყრილი 2 230 ლარი იპოვა. ამის შემდეგ ამ თანხით უშედეგოდ ითამაშა, ხოლო ცოტა ხანში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა. ეს ამბავი 2015 წლის 6 ივნისს მოხდა.

22:39 / 10.06.2015
,,გვეგონა გორში კარგი ექიმები იყვნენ"

10.06.2015 ხაშურიდან 55 წლის ქალბატონი ლალი თედიაშვილი გორში იმ მიზნით ჩავიდა, რომ საკუთარ ქალაქის საავადმყოფოს ექიმებს არ ენდობოდა. გორის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაცია 8 ივნისს საღამოს 6 საათზე გაუკეთეს. ოპერაცია წარმატებით ჩაითვალა, თუმცა ერთი დღის შემდეგ, 9 ივნისს, გვიან საღამოს, მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

17:50 / 10.06.2015
მოქალაქე პატრულთან ჯარიმას აპროტესტებს

09.06.2015 ინციდენტი მოხდა გორის ცენტრში, მთავარ მოედანზე. მოქალაქე პატრულის თანამშრომლებს ჯარიმას უპროტესტებს. ვიდეო 2015 წლის 3 ივნისსაა გადაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქე პოლიციის თანამშრომლებს ემოციურ ფონზე უმტკიცებს, რომ ღერძულა ხაზი არ გადაუკვეთავს.

23:33 / 09.06.2015
სტიქიის ზონაში ტრაქტორები და მანქანები ქირავდება

09.06.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურმა კერძო პირებისგან 6 ერთეული მსუბუქი მანქანის და რამდენიმე ერთეული ტრაქტორის დაქირავება გადაწყვიტა.  მსუბუქი მანქანების შესახებ ტენდერი დღეს9 ივნისს გამარტივებული წესით უკვე გამოცხადდა და გამარჯვებულები 12 ივნისს გამოვლინდება.

20:01 / 09.06.2015
მენიაღვრეს ორი დღეა ტელეფონი გამორთული აქვს

09.06.2015 ,,პუშკინას იქნებ თქვენ დაურეკოთ ბატონო გოჩა. სანიაღვრეა გასაწმენდი" - უთხრა გამგებლის წარმომადგენელმა ზემო ხანდაკში წარმდგენელს, გოჩა გოჩიტაშვილს. ,,პუშკინა მე შევაშინო თუ რა ვქნა. წარმომადგენელი ხართ და იაქტიურეთ" - უპასუხა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

17:53 / 09.06.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.