|
02.09.2015 ,,ყველაფერი გასაგებია, შემოთავაზებულ თამაშში მიწევს ყოფნა" - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა საკრებულოში იმ დროს, როდესაც სამანდატო საპროცედურო კომისიის სხდომაზე ოპოზიციური პარტიების (თავისუფალი დემოკრატებისა და ,,ქართული პარტიის") წარმომადგენლების ახალი განცხადებები შევიდა.
02.09.2015 ქალაქ გორის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები: თამარ თედლიაშვილი, ლერი ლაფაჩი, გიორგი ამბოკაძე და ილია მეტრეველი უარს აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის გადაყენების საკითხზე მონაწილეობის მიღებაზე. ამის შესახებ წერილობითი განცხადება სამანდატო საპროცედურო კომისიის სხდომაზე განაცხადაზე.
02.09.2015 საკრებულოს 4-მა წევრმა: თამარ თედლიაშვილმა, დავით წეწვაძემ, ილია მეტრეველმა და ლერი ლაფაჩმა, მერის უნდობლობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით, მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ სამანდატო საპროცედურო კომისიის სხდომაზე თამარ თედლიაშვილმა, წერილობითი განცხადება წაიკითხა.
01.09.2015 გუშინ კახა ტოლიაშვილმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თვით ტოლიაშვილმა განუცხადა. შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბადრი ბასიშვილის განცხადებით, უმჯობესია, გადადგომის რეალურ მიზეზებზე, უშუალოდ, ტოლიაშვილმა ისაუბროს.
31.08.2015 ,,დღევანდელი თარიღი ჩვენი სკოლისთვის იქნება მადლიერების დღე" - განაცხადა გორის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა აბუაშვილმა მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტისას და რეაბილიტირებული სკოლის პრეზენტაციისას.
31.08.2015 უფლისციხისა და ქვახვრელის დამაკავშირებელ ხიდიდან, რომელსაც ორივე მხარეს მოაჯირები აღარ აქვს, ძროხა გადავარდა. ამის მიზეზი, ჯერ კიდევ, გაზაფხულზე დაწყებული, ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებში გაჩერებული რეაბილიტაცია გახდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გია წვერავა ამბობს, რომ საგზაო დეპარტამენტს ჯერ კიდევ 2 კვირის წინ მისწერა.
31.08.2015 ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გველმა გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში ორი ადამიანი დაკბინა. ბოლო ფაქტი, გუშინ, იმ დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისი ეზოში მუშაობდა.
31.08.2015 გორში, 3 სექტემბერს, 12 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახალგაზრდებისთვის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით სემინარს გამართავს.
30.08.2015 ცენტრალური მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე, დაახლოებით 23 საათზე, ავტომანქანა დაიწვა. ცეცხლი თხევადი აირის ბალონიდან გაჩნდა.
29.08.2015 ,,ოპოზიციაში მარტო ვგრძნობ თავს" - ამის შესახებ მინდია გოდერძიშვილმა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია ქალაქ გორის საკრებულოში, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











