17.03.2015 კასპში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გუჯა ბუდაღაშვილი 2015 წლის 26 თებერვალს ჰიპერტონული წნევის ნიშნებით ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მანქანით დილის 5 საათზე მიიყვანეს. ექიმ-თერაპევტის აზრით ის ნევროპათოლოგის ყურადღებას საჭიროებდა. დილის 10 საათზე ნევროპათოლოგიც გამოჩნდა. ეს ჩემი პაციენტი არაოო - უთხრა ნევროპათოლოგმა ახლობლებს. მძიმე პაციენტს ხელი დაბუჟებული ჰქონდა და თავი სტკიოდა. ტომოგრაფია (თავის ტვინის დიაგნოსტიკა) ადგილზე არ ჰქონდათ. ნელ-ნელა ინსულტი ვითარდებოდა.
16.03.2015 გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ამირან მექვაბიშვილი 1 ჰა ფართობ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ ხეხილის ბაღს ფლობს. 200 ძირი ნერგი რუსეთის ბაზარზე 12 წლის წინ ნაშოვნი თანხით დარგო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისა და საზოგადოება ,,ბილიკის" მოსწავლეები იმ დროს ესტუმრნენ, როდესაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შიდა ქართლში, ოღონდ სხვა სოფელში, იმყოფებოდნენ.
16.03.2015 კასპში კერძო იპოთეკარს თეა ქარდავასა და იპოთეკით დაზარალებულ დავით ქოქაევს შორის დაპირისპირება მოდა. გორში მცხოვრები და თანაც დევნილი თეა ქარდავა იმ საცხოვრებელი სახლის დაცლას ითხოვს, რომელიც დავით ქოქაევს, თეა ქარდავასგან აღებული სესხის გადაუხდელობის გამო, სახელმწიფომ აუქციონზე გაუყიდა. ამ აუქციონში მონაწილეობა სწორედ თეა ქარდავამ მიიღო და იყიდა. ამჟამად, თეა ქარდავა პოლიციის დახმარებით ქოქაევის 8 სულიანი ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.
16.03.2015 ლიბერთი კლუბი სახელფასო პროგრამაში ჩართულ მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს - მომხმარებლები, რომლებიც ხელფასს ლიბერთი ბანკში იღებენ, საჩუქრად მიიღებენ სასაუბრო დროს 10 წუთის ოდენობით, ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში.
13.03.2015 ,,იცით, რა დღეში ვარ?" - უთხრა კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში მყოფ სამთავრობო დელეგაციას ადგილობრივმა მკვიდრმა. ,,რა დღეში ხართ?" - ჩაეკითხა გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. ,,გადაეცით გამგეობაში, რომ საქმეს ცუდად აკეთებენ" - უპასუხა ლელა ელისაბედაშვილმა.
13.03.2015 გორის რაიონის სოფელ დიცში მცხოვრები 46 წლის მამაკაცი მდინარე ლიახვის ხიდის ქვეშ გარდაცვლილი ნახეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვალებამდე მამაკაცი ტირძნისიდან ტყვიავამდე მანქანით მოძრაობდა, რომელიც ადგილობრივმა პოლიციამ, ნასვამობის გამო, ჩამოართვა.
13.03.2015 მსოფლიო ბანკის მიერ გორის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილმა სესხმა საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია. საქმე მილიონნახევარზე მეტ ლარს ეხება, რომლის 11% გამგეობამ ყოველთვიურად 10 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. აღებული სესხით გორის რაიონის სამ სოფელში წყალსადენი სისტემა უნდა მოეწყოს. საკითხი მაინც გავიდა.
12.03.2015 მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი ხასიათდება სისტემური ხარვეზებით. საანგარიშო პერიოდში, 27 შემთხვევაში შესყიდულია ისეთი საპროექტო სახარჯთაღვრიცხო დოკუმენტაცია, რომლებშიც სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკორექტივდა პროექტის მიმდინარეობის პროცესში. ცვლილებები განხორციელდა, როგორც სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში, ასევე არის ფასის გაზრდის შემთხვევები.
12.03.2015 სახელმწიფო აუდიტის სპეციალისტებმა გორის სტადიონის დემონტაჟისას გახარჯული 120 000 ლარიდან 55 ათასი ლარის სამუშაოები ვერ გაშიფრეს. უფრო მეტიც, დემონტაჟისას მორჩენილი არმატურასს და სამშენებლო ქვების კვალს ვერ მიაგნო. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილ დასკვნაში წერია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური დოკუმენტების შემოწმებისას მიიღეს.
12.03.2015 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მერიას, კომბინატის დასახლებაში დაგებული ასფალტის ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, მითითება მისცა. საქმე 2012 წლის 25 მაისს შინდისის გზატკეცილზე დაწყებულ და უკვე დამთავრებულ, მილიონიანი პროექტის სამუშაოებს ეხება. იხილეთ:
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


