|
02.02.2015 ,,მთელი სოფელი გაოგნებულია, ძალიან კარგი, ზრდილობიანი და წესიერი ბავშვი იყო" - განაცხადა სოფელ კავთისხევში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა მიხეილ კელაპტრიშვილმა. მისი თქმით, 18 წლის მოზარდი გარდაცვლილი, სახლის ეზოში მდგარ, განათების ბოძზე ნახეს.
02.02.2015 ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ( 2006 წლის 2 მაისს) მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
01.02.2015 ,,აჰყარეთ ის გარემოვაჭრეები, სკვერში და იუსტიციის სახლის უკან რომ დგანან; არც გადასახადებს იხდიან და აქეთ დაგვცინიან" - განუცხადეს აგრარული ბაზრის, შპს ,,გეორგია XXI"-ეს მოვაჭრეებმა საქართველოს პარლამენტის წევრს თამაზ შიოშვილს. მასსა და მოვაჭრეებს შორის შეხვედრა, დღეს, 1 თებერვალს, ,,გეორგია XXI"-ს ტერიტორიაზე შედგა.
31.01.2015 ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან, ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრა, გორის კომბინატის კულტურის სახლში, რეგიონის ვეტერანებთან შედგა. ერთ-ერთმა მოქალაქემ, სტალინის ძეგლის აღდგენის თაობაზე, შიხიაშვილს თხოვნით მიმართა:
31.01.2015 ,,ვეტერანებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლა გვინდა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ესე გვითხრეს, თუ წახვალთ, ძებნას გამოვაცხადებთო. არა გვაქვს უფლება უკრაინელებს დავეხმაროთ? ისინი ხომ ჩვენს გვერდით აფხაზეთშიც იბრძოდნენ" - უთხრეს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს, დღეს, გორში გამართულ შეხვედრაზე.
30.01.2015 ,,გაფრთხილებთ, რომ თქვენი მხრიდან აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნილებებისადმი დაუმორჩილებლობა, თავის არიდება ან აღსრულების პროცესისთვის რაიმე სახის ხელშეშლის მცდელობა, ვერ შეაფერხებს იძულებით აღსრულებას და შესაძლებელია მსგავსი სახის ხელშეშლისთვის დაგეკისროთ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა" - ასე სრულდება იმ წერილის შინაარსი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა არჩილ მანჩხაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღეს, 30 იანვარს, გამოუგზავნა.
30.01.2015 მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მოსახლეობის შეხვედრა გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ბრეძაში
30.01.2015 ,,ამის შემდეგ კომისიის წევრები მეორე მხარეს, მამა გრიგოლს და მის მომხრეებს შეხვდებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას საპატრიარქო მიიღებს. თუ ხალხი იქნება დასასჯელი, ხალხი დაისჯება, თუ მამა გრიგოლია დასასჯელი, მამა გრიგოლი დაისჯება. აქამდე ჩვენს სოფელს იცნობდნენ, როგორც იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელს, ახლა იცნობენ ისე, თითქოს აქ სასულიერო პირს დევნიან. ეს ასე არ არის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს ამბავი" - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზვიად დავითიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
29.01.2015 ორი დღის წინ, 27 იანვარს, მოსამართლე შალვა კაკაურიძის წინაშე გიორგი გოგშელიძე და ნუგზარ სხირელი
29.01.2015 პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, გორში, სამი მოქალაქე სასამართლომ 300-300 ლარით დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, პოლიციელმა მძღოლს ალკოტესტზე შემოწმება მოსთხოვა. მძღოლმა კი ჩაბერვის ნაცვლად, ,,ჩააფურთხა".
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


