რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
აქცია ფარმაცევტულ კომპანიებში მონოპოლიური ფასების წინააღმდეგ

18.02.2015 დღეს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" გორის ორგანიზაციის წევრები, ქართულ სააფთიაქო ქსელში არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ, საპროტესტო კამპანიას შეუერთდნენ. აღნიშნული კამპანია პარტიის ცენტრალურმა ოფისმა დღეს წამოიწყო. მასში 10 რაიონული ორგანიზაცია ჩაერთო. 

21:52 / 18.02.2015
სოციალური მომსახურების სააგენტო თანხებს უკან იბრუნებს

18.02.2015 სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის სერვისცენტრის წარმომადგენლები 29 ოჯახის სახელზე გაცემული თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოს იურისტმა ანა კორინთელმა განუცხადა. მისი თქმით, უკან დასაბრუნებელი თანხის რაოდენობა, აღნიშნული ოჯახებიდან, დაახლოებით 1000 (ათას) ლარს შეადგენს. სააგენტომ ბენეფიციარებს სასამართლოში უჩივლა.

19:44 / 18.02.2015
ქარელში მესამე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს სკამზე მახათი დაუდო

18.02.2015 ,,ჩემს შვილს სკოლაში ორი თავის თანაკლასელი, თვეებია, ამცირებს და ფიზიკურადაც ჩაგრავს. ჩემი შვილი გააბოროტეს. რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ბავშვური ჭკუით ერთ-ერთ მათგანს სკამზე მახათი დაუდო." - ამბობს ქარელის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის მშობელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.

14:49 / 18.02.2015
მაღაზიის ქურდობა სადგურზე და ჩატეხილი მინა ლატარიის ჯიხურში

17.02.2015 ,,მაღაზიაში ზარალის ოდენობა დგინდება, ჯიხურზე კი ფანჯარა ჩამტვრეული დახვდათ მხოლოდ" - იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური, დღეს, დილით გორში ორ ადგილზე დაფისქირებულ ფაქტებზე. 

01:35 / 18.02.2015
,,გუბერნატორი უნდა ჩავრიოთ, მეტი გზა არ გვაქვს" - როდის აინთება ქურა

17.02.2015 ,,სხვა გზა არ გვაქვს, ისევ გუბერნატორი უნდა ჩავრიოთ, იქნებ დაურეკოს და რამენაირად დააჩქარებინოს ეს საქმე ეკონომიკის სამინისტროში" - გვეუბნება იურიდიულ ქაღალდებში ჩაფლული რეზო გოგიაშვილი, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი. საქმე სკრის, ბერბუკის, ხურვალეთის და მეტეხის კოტეჯებში 2014 წლის 16 სექტემბერს დამთავრებულ სამუშაოებს ეხება. გაკეთებული მილების შემყურე მოსახლეობა 5 თვეა ბუნებრივ აირს ელოდება... 5 თვე.

22:23 / 17.02.2015
,,ყოფილიყავი კოალიციაში და პრემიას აიღებდი" (VIDEO)

17.02.2015 ,,ყოფილიყავი კოალიციაში და პრემიას შენც აიღებდი"  - ეს ფრაზა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს კობა ბერიანიძეს ეკუთვნის, რომელმაც თავის კოლეგას, საკრებულოს წევრს ალასანიას პარტიიდან, ხათუნა ხათაშვილს საპროცედურო კომისიის სხდომაზე კამათისას უთხრა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოძიებული მასალებით აღმოჩნდა, რომ საპრემიო ,,კოალიციაში" - ირაკლი ოქრუაშვილის, მიხეილ სააკაშვილის და ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებიც არიან.

20:35 / 17.02.2015
ლიბერთი ბანკმა ერწოში ახალი პეი ექსპრესს (PAY Express) მომსახურების ცენტრი გახსნა

17.02.2015 ლიბერთი ბანკმა თიანეთის რაიონში, ერწოს ზონაში, კერძოდ  ხევსურთსოფელში  “პეი ექსპრეს” (PAY Express) მომსახურების ცენტრი გახსნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ახალი ცენტრი 5,000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. შედეგად, მომხმარებელს საბანკო მომსახურების მისაღებად შორ მანძილზე სიარული აღარ მოუწევს.

 

 

14:42 / 17.02.2015
ქარელის გამგეობაში სილამაზის სალონების შეამოწმების საკითხი დააყენეს

16.02.2015 ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სილამაზის სალონების ჰიგიენურ პირობებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები შეამოწმებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის ცენტრის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირმა ფარეხელაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

01:32 / 17.02.2015
გასაუბრებაზე დაწუნებულ პარტიულ აქტივისტებს თანამდებობებზე ნიშნავენ

16.02.2015 სხდომის მიმდინარეობისას უცხო თვალი საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტის ფანჯარასთან ან კიდევ კედელთან აყუდებულ რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანს შენიშნავს. ერთი შეხედვით ისინი აქტიური კასპელი მოქალაქეები არიან, რომლებსაც სხდომის მიმდინარეობა და მისი საკითხები აინტერესებთ, ან კიდევ ადგილობრივ თვითმმართველობის მონიტორინგს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აწარმოებენ. სინამდვილეში კი ისინი საკრებულოს შტატიანი და უშტატო სპეციალისტები არიან. როცა ფეხზე დგომით იღლებიან, ერთმანეთს ეყუდებიან. სხდომის დამთვრების შემდეგ კი, საკრებულოს შენობის ეზოში ,,აბირჟავებენ".

00:21 / 17.02.2015
,,ყველა წერილზე პასუხი გავეცით" - კასპის გამგეობის გამოხმაურება

16.02.2015 ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის მონაცემებს, რომლის მიხედვით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 24 მოთხოვნიდან, მხოლოდ, 13-ს გასცა პასუხი და 11 უპასუხოდ დატოვა, გამგეობის ადმინისტრაცია არ ეთანხმება. ადმინისტრაციის უფროსის ნინო ჯინიყაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას ყველა წერილზე პასუხი გაეცა. 

 

19:14 / 16.02.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.