დღეს, 2014 წლის 2 სექტემბრს, გორის რაიონის სოფელ კარბში ტირიფონ-სალთვისის არხის საირიგაციო სისტემის პროექტის დასრულების ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
თბილისი-გორის მიმართულებით მდებარე ავტობანის გასწვრივ 1 სექტემბრის საღამოს ნაყანებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო - სამაშველო სამსახურის მანქანები მუშაობენ.
შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აგვისტოს თვეში დაფიქსირდა 63 გამოძახება.
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1 სექტემბერს ახალი დიზაინის სანორე ნიშნების გაცემა დაიწყო. პირველი ნომერი სიმბოლურად შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დაბეჭდა, სადაც დღევანდელი რიცხვია გამოსახული. მინისტრის მიერ ხელმოწერილი ნომერი მომსახურების სააგენტოში დარჩება.
ომარ კელაპტრიშვილის სახლმუზეუმის კოსმეტიკური სამუშაოებისთვის 7 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანხმობა საკრებულოსგან უკვე მიიღო. სამუზეუმი გაერთიანების ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის განცხადებით, თანხები ძირითადად სახურავის შესაკეთებელად გაიხარჯება.
ატენის ხეობაში მდებარე ორ მცირეკომლიან სოფელში - წედისსა და ბნავისში მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები სასმელ წყალს ბალონებით მეზობელი დასახლებებიდან, განსაკუთრებით, ატენიდან ეზიდებიან. თავის მხრივ წყლის პრობლემაა ატენშიცაა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში რაიონის გამგებლის წარმომადგენლების თანამდებობაზე სასურველი კანდიდატურების დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწრები გროვდება. მხარდამჭერები ხალხის სახელით წინა რწმუნებულების, ან კიდევ ,,ქართული ოცნების" სხვა აქტივისტების ,,გაყვანას" ცდილობენ. მაგალითად, სოფელ კარალეთში ახლადშექმნილი ინსტიტუტის, რაიონის გამგებლის წარმომადგენლის პოსტზე 5 კანდიდატი იბრძვის.
2014 წლის 25 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 10 საათზე ტყვიავის ცენტრალურ ქუჩაზე მერსედის მარკის ავტომანქანას საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჯიპში მსხდომი პირები სროლით მისდევდნენ. გასროლის ხმა თითქმის 10-ჯერ დაფიქსირდა. მერსედესს 3 ტყვია მოხვდა. ჯიპში იმყოფებოდა ოქრუაშვილიც. მერსედესში კი სოფელ ტყვიავში მცხოვრები 1979 წელს დაბადებული ვასილ და 1980 წელს დაბადებული პავლე ქარელები ისხდნენ.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, გორის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცის დაინფიცირების შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური გამოეხმაურა. პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო ჰოსპიტლის ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პაციენტს სავარაუდოდ, ტკიპის ბორელიოზი აღენიშნება ორივე დაავადებას ტკიპები იწვევს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


