31.12.2014 დღეს გორის რაიონის სოფელ ვარიანში ზუბაშვილების მრავალშვილიან ოჯახში სასულიერო პირი, ამავე სოფელში მცხოვრები მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) საახალწლო საჩუქრებით მივიდა. ნაძვის ხის, ტკბილეულის, სათამაშოების და პროდუქტის გარდა, მამა გრიგოლიმ ოჯახის წევრებს მიწებიც გადასცა.
31.12.2014 გორის სახანძრო სამსახურის 107 თანამშრომლიდან საახალწლო პრემია, მხოლოდ, 9 თანამშრომელს 30 დეკემბერს დაერიცხა. მანამდე ბოლო პრემია მთელმა შემადგენლობამ აგვისტო-სექტემბერში აიღო. სახანძრო სამსახურის უფროსის მამუკა იმერლიშვილის განცხადებით, საახალწლო პრემია მხოლოდ გამორჩეულებს, განსაკუთრებით, ოცმეთაურებს ერგო.
31.12.2014 გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა, რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი, დაახლოებით 5 მლნ ლარის ხარჯვის გეგმების შესახებ, გუბერნატორთან ზურაბ რუსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ეს ის თანხებია, რომლის განკარგვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სპეციალური სტანდარტით, საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის რეკომენდაციით, ახორციელებს. თითოეულ პროექტს შესაბამისი ქულა ენიჭება. მაქსიმალური ქულის მფლობელ პროექტს სამუშაო ,,ვიზა" ეძლევა.
30.12.2014 ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვი და მისი ბიუროს წარმომადგენლები ცისკაძეების ოჯახს საახალწლო საჩუქრებით ესტუმრნენ. საჩუქრებთან ერთად ოჯახის დიასახლისს ერთი ტომარა ფქვილი, ზეთი და შაქარი გადასცეს. დოდო ცისკაძის თქმით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებისთვის გათვალისწინებულ სოციალური დახმარებას აღარ იღებს.
30.12.2014 გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, რეგიონალური განვითარების ფონდის თანხების ხარჯვის ფარგლებში, 30-ზე მეტი პროექტი განიხილეს. ჯამში საუბარია 5 მლნ 200 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე. ონიაშვილის უწყების მიერ შედგენილი პროექტებით თითქმის ყველა თემი ისარგებლებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლები - ხიდისთავი, ატენი დ ქვახვრელი იქცევს.
30.12.2014 დაპირისპირება თიღვის მუნიციპალიტეტში.
30.12.2014 გორის მერიაში გამოცხადებულ 102 ვაკანსიაზე 93 კანდიდატი შეირჩა. 9 პოზიციაზე კი საატესტაციო კომისიამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. გასაუბრების შემდეგ შერჩეულ 93 კანდიდატიდან 38 ახალი სახეა, რაც მთლიანი რაოდენობის 41%-ია. ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, ახალ სახეებში, ძირითადად, ახალგაზრდები იგულისხმებიან, რომლებიც სპეციალისტებად დასაქმდებიან.
29.12.2014 გორის სამხედრო ბაზისთვის ახალ პოლიგონს ეძებენ. ამის შესახებ ძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ვერხვების დასახლებასთან, დაახლოებით ერთი თვის წინ, მასშტაბური წვრთნები ჩატარდა. არტილერიის და სატანკო ტექნიკის გამოყენებამ ქალაქის მოსახლეობა შეაწუხა.
29.12.2014 კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორს პროგრამულად გაწერილ იმ პროექტებზე ესაუბრა, რომლის განხორციელება რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2015 წლიდან იგეგმება. რაიონს რეგიონალური განვითარების ფონდიდან 4 მლნ 700 ათასი ლარი ეკუთვნის, თუმცა წარდგენილი პროექტების ფასი 1 მლნ 200 ათასი ლარით მეტია.
29.12.2014 შიდა ქართლის გუბერნატორის თავმჯდომარეობით შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებმა ის პროექტები წარადგინეს, რომლის დაფინანსებას რეგიონალური განვითარების ფონდის თანხებით ცდილობენ. შემაჯამებელ სხდომაზე ყველაზე მაღალ ,,რეიტინგული" საკითხები განიხილეს. სარეიტინგო ქულები საერთაშორისო ორგანიზაცია ,,GIZ"-ის სტანდარტებით შედგა. რეგიონალური განვითარების ფონდი თითო რაიონში იმ პროექტს დააფინანსებს, რომლის რეიტინგი 100 ბალიან სისტემაში ყველაზე მაღალი იქნება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











