09.12.2014 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების გორის სააგენტოში თეორიული გამოცდის ჩაბარების მსურველთა ნაკადი არ წყდება. ხალხმრავლობის მიზეზი კი 15 დეკემბრიდან ახალი 3D ბილეთების შემოღებაა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბილეთების შინაარსის არგართულებასთან დაკავშირებით, განცხადება არაერთხელ გააკეთა, მოქალაქეები გამოცდების ჩაბარებას მაინც ჩქარობენ.
09.12.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში სკვერების მშენებლობას კერძო პირები ახორციელებენ. სინამდვილეში კი, 2014 წლის 1 მარტის კრების მიხედვით, სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს. ამის შესახებ დავა საკრებულოს დეკემბრის სხდომაზე ჰქონდათ.
საინფორმაციო ცენტრების ქსელი რეგიონების მიხედვით აგრძელებს ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას, ლაბორატორიული კვლევის შედეგად რეგიონის რომელ სოფლებში აღმოჩნდა სასმელი წყალი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული. ამის შესახებ ინფორმაციაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
08.12.2014 გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სამი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს უკვე წარუდგინა. მართალია ანგარიში ცნობად მიიღეს და საკრებულოს სხდომაზე კითხვების გარეშე დაამტკიცეს, მაგრამ ბიუროს სხდომაზე მის შესახებ შემოსავლის ნაწილში ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა ზურაბ როსებაშვილმა პრეტენზიები მაინც გამოთქვა. ოპოზიციის წევრი დაინტერესდა, თუ რატომ შემცირდა კერძო პირების შემოსავლებიდან გადასახადები. როსებაშვილს ეჭვი აქვს, რომ მოქალაქეებს შემოსავლები შეუმცირდა.
08.12.2014 გორის მერიას ,,საპატიო წოდების მინიჭების შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანა, ხოლო საპატიო წოდებებში ტერმინის, გორის საპატიო მოქალაქის დატოვება მოუწევს მხოლოდ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის საკრებულოს ბიუროს წევრებმა ერთხმად მიიღეს.
08.12.2014 გორის საავადმყოფოში მიყვანილი წლინახევრის ბავშვი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის პაატა ხარაბაძის განცხადებით, მცირეწლოვანი ბავშვი, ტრაქეაში საკვების ნარჩენის მოხვედრის შედეგად, გარდაიცვალა. ბავშვს სასულე მილში ვაშლის ნაჭერი გადასცდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის საპრემიო ფონდი, ჯერ კიდევ, 2014 წლის ივნისში დაიცალა. შესაბამისად, 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე დაკომპლექტებულ ახალი საკრებულოს წევრებს პრემიების აღების შესაძლებლობა მოესპო. ამის შესახებ საკრებულოს წევრები სწუხან, ხოლო წლის ბოლოს მისით სარგებლობის გზებიც მოძებნეს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის სპარტაკ ეკალაძის განცხადებით, დაცარიელებული სახელფასო და საპრემიო ფონდის შევსების მიზნით, 2015 წლის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული თანხების 1/12-ს გამოიყენებენ. საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით კი, ამ თანხების გამოყენება იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუკი 2015 წლის მარტამდე ქარელის ბიუჯეტი ვერ დამტკიცდება.
2014 წლის 5 დეკემბერს გორის საკრებულოს სხდომაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტი შემორჩენილი, შემცირებული თუ გაზრდილი თანხზების მოძრაობის შესახებ, განმარტებითი ბარათის სახით ინფორმაცია წარადგინეს. აღნიშნული განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქალაქ გორის საკრებულოს საპრემიო ფონდი 18 ათას 700 ლარით გაიზარდა. ეს თანხა საკრებულოს წევრებმა ,,სხვა ხარჯებიდან" მოხსნეს და ,,სახელფასო" მუხლში გადაიტანეს.
04.12.2014 ხიდისთავის საჯარო სკოლიდან 2014 წლის სექტემბერში გათავისუფლებული პედაგოგების სასამართლო სარჩელი მოსამართლე შორენა წიქარიძემ დააკმაყოფილა. დედა-შვილი - მერი კაკაშვილი და თეა ნონიკაშვილი - სკოლაში დაბრუნდება. ამ პროცესს ხელს, მხოლოდ და მხოლოდ, გორის რესურსცენტრის იურისტის გასაჩივრების ფაქტი შეუშლის.
03.12.2014 გორის კეთილმოწყობის სამსახურის მუშები პირობების გაუმჯობესებას ხელმძღვანელს ირაკლი ტლაშაძეს სთხოვენ. ამის შესახებ მათ დღეს 3 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე განუცხადეს. კეთილმოწყობის სამსახურის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ მუშებისთვის პირობების გაუმჯობესება ტენდერებში გამარჯვების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











