ახალი ამბები
გორში საგზაო მოძრაობის წესები იცვლება
ტრანსპორტის ჭარბი ნაკადისგან განტვირთვის მიზნით გორში რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობის წესები იცვლება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები, რომელსაც საკრებულოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზაჯვარედინი“ ასრულებს.

იანვრის თვეში, მოძრაობის მიმართულებები ეტაპობრივად შეიცვლება ქალაქის 12 ქუჩაზე.

სტალინის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩაზე (გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით) აიკრძალება სატვირთო ავტომობილების მოძრაობა.

ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთზე, სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით).

გურამიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩამდე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩიდან მიმართულებით).

სამეფოს ქუჩის მონაკვეთზე, თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით).

რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე (ჭავჭავაძის გამზირიდან წერეთლის ქუჩამდე) და წერეთლის ქუჩაზე და ლომოურის ქუჩის მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან გარსევანიშვილის ქუჩამდე) მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან გარსევანიშვილის მიმართულებით).

რობაქიძის ქუჩის მონაკვეთზე (დ. ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე) მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (დ. ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით).

ცხინვალის გზატკეცილზე, პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე, ძველსა და ახლად ჩამოყალიბებულ გზებზე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა.

ქართლის ქუჩაზე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა, ჭავჭავაძის გამზირიდან გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით.

დიმიტრი ამილახვრის ქუჩის მონაკვეთზე (გურამიშვილის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე) მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა გურამიშვილის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით).

9 აპრილის ქუჩაზე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა რუსთაველის ქუჩიდან სამეფოს ქუჩის მიმართულებით).

თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთზე (გურამიშვილის ქუჩიდან სამეფოს ქუჩამდე) მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა გურამიშვილის ქუჩიდან სამეფოს ქუჩის მიმართულებით).


მერიის დადგენილებები აღნიშნულ ცვლილებებზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მძღოლს პირველადი დახმარება გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა
აღმოუჩინეს.
მძღოლს პირველადი დახმარება გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.
21:15 / 25.06.2022
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს
14:35 / 25.06.2022
"როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინვე დაიწყო პანდემია
13:13 / 25.06.2022
დღეს, 24 ივნისს აქცია
დღეს, 24 ივნისს აქცია "გორი ევროპისთვის" გაიმართა. ლომჭაბუკის ძეგლთან
21:14 / 24.06.2022
ვიდეორეპორტაჟი
,,ჩემი აზრით, ყველა ადამიანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ
ვიდეოს მიხედვით, შეკრებილ მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გვითხრა

გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.