2014 წლის 4 დეკემბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა წიქარიძე ხიდისთავის საჯარო სკოლიდან გაშვებული პედაგოგების - თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის საქმეზე, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მანამდე, 2014 წლის 28 ნოემბერს მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა. თეა ნონიკაშვილის და მერი კაკაშვილის მოპირდაპირე მხარეს სკოლის ყოფილი და მოქმედი დირექტორები, ასევე რესურსცენტრის იურისტი წარმოადგენდნენ.
28.11.2014 ქარელის რაიონის სოფლებში - ატოცში, კოდასა და აბანოში გაზიფიცირება დასრულდა. ამის შესახებ სოფელ ბრეძის თემში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მარიამ გულისაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ელექტროენერგიის უზრუნველყოფის მიზნით გამრიცხველიანებაც დასრულდა. ,,დადგა დრო, რომ გარეგანათებაზეც ვიფიქრობთ" - ამბობს მარიამ გულისაშვილი.
28.11.2014 დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ სოფელ ერგნეთში უკვე 108 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო აშენდა სამი ახალი სახლი. აღნიშნული პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ფინანდება და 2015 წლის აპრილში სრულდება.
27.11.2014 ახალშობილ ბავშვთა ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირების მიზნით სოფლის მოქმედ ამბულატორიებში ფილტვების ანთების (პნევმონიის) საწინააღმდეგო ვაქცინები დარიგდა. ამის შესახებ ქარელის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ფარეხელაშვილმა განაცხადა.
27.11.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 25 ათასს არ აღემატება, შეშას მიიღებენ. ამის შესახებ გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა საკუთარ წარმომადგენლებს დავალებები უკვე მისცა. გულიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს 500 კბ.მ შეშა აქვს დასაწყობებული.
27.11.2014 კასპის მუნიციპალიტეტს საკუთარი მეტეოროლოგიური სადგური ექნება. ქალაქში უკვე მიმდინარეობს მეტეოროლოგიური ცენტრის მოწყობის სამუშაოები.
27.11.2014 ქალაქ გორში და გორის რაიონში შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს რაიონული განყოფილებების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რეიდები გაამკაცრეს. მიმდინარე კვირიდან ღამის საათებში ავტომანქანების საბარგულების შემოწმებაც დაიწყეს. გატარებულ ,,სამძებრო ღონისძიებებში" ტაქსები და მათი მგზავრებიც ხვდებიან.
26.11.2014 კასპის რაიონის სოფელ ცხავერში, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მ-ზე მდებარეობს, 2014 წლის 12 ნოემბერს სინათლე აინთო. ამის შესახებ სატელეფონო სამადლობელო ზარი გუბერნატორმა და Qartli.gE-ს ჟურნალისტებმა 25 ნოემბერს იმ ადამიანებისგან მიიღეს, რომლებიც 2014 წლის აგვისტოს, სოფელ გოსტიბეობას დღესასწაულზე მიმავალ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გზაზე დახვდნენ. ზაფხულში მოწყობილ საპროტესტო აქციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები შემთხვევით გადააწყდნენ და ვიდეოზე დააფიქსირეს.
26.11.2014 ქარელის რაიონის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის დირექტორს მარინა ნადირაშვილს, რომელსაც ამჟამად მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია უკავია, 32 პედაგოგიდან 28 პედაგოგმა მხარდამჭერი ხელმოწერები შეუგროვა. სამეურვეო საბჭოს მიერ ჩატარებულ არჩევნებში დირექტორის თანამდებობაზე ერთადერთი მისი კანდიდატურა ჩავარდა. მარინა ნადირაშვილმა, მხოლოდ, 4 ხმა მიიღო. დანარჩენი ოთხი წინააღმდეგი წავიდა. დირექტორის მომხრეები აცხადებენ, რომ დირექტორის წინააღმდეგ სოფლის მაჟორიტარი წარმომადგენელი საკრებულოში ცირა ინდუაშვილი იბრძვის. სკოლის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი მარინა ინდუაშვილი კი აცხადებს, რომ სწორედ ცირა ინდუაშვილის დამსახურებაა, რომ მოსახლეობის ნაწილმა, 2 წლის წინ, სხვა 5 მასწავლებელთან ერთად, დირექტორი სკოლიდან არ გააძევა.
26.11.2014 საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ადმინისტრაცია, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ნაწილობრივ და სრულად გათიშვის შესახებ, ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაცია 2002 წლიდან მოყოლებული 2014 წლის ნოემბრამდე არსებულ მონაცემებს ეყრდნობა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











