რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
,,აიპიების" რეორგანიზაციის გეგმა - დაფინანსების შემცირება 60%-ით

,,ჩვენი საარჩევნო პერიოდის დასასრულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აიპიების დაფინანსების წილი 40% იქნება" - ამის შესახებ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოს წევრების წინაშე სხდომაზე განაცხადა. მისი ხედვით, არასამეწარმეო იურიდიულმა ორგანიზაციებმა (აიპი) დაფინანსების წყაროები დონორებთან უნდა სცადონ.

22:05 / 09.11.2014
კასპში ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" - ,,ოცნებისკენ" დემარში გრძელდება

2014 წლის 7 ნოემბერს, საღამოს, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" კასპის ორგანიზაცია თავმჯდომარის მოადგილემ და სხვა წამყვანმა ფიგურებმა დატოვეს. ამის შესახებ მათ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს 7 ნოემბერს საღამოს 20 საათისთვის განუცხადეს. 

01:42 / 08.11.2014
ონოფრიშვილი კასპში ,,გუნდის" გარეშე დარჩა

პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები, საკრებულოს წევრები: რამაზ ხიზანიშვილი, ალექსანდრე(სანდრო) გზირიშვილი და ილია ზაქარიაძე, პარტია  ,,თავისუფალი დემოკრატების" შემადგენლობიდან გავიდნენ. ამის შესახებ კავთისხევის მაჟორიტარმა რამაზ ხიზანიშვილმა და კასპის მაჟორიტარმა სანდრო გზირიშვილმა დღევანდელ, 7 ნოემბრის სხდომაზე განაცხადეს. საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე ილია ზაქარიაძე კი სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგებელთან შეხვედრის შემდეგ გააცნო.

21:59 / 07.11.2014
,,რას გადი-მიდი-მოდიხართ"

ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა რამაზ იოსელიანმა, საატესტაციო კომისიის წევრად, საკუთარი კანდიდატურის დაწუნების ფაქტი გააპროტესტა. ამის შესახებ მან ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა.

21:29 / 07.11.2014
,,წადი, იქით დაჯექი" - ალასანიას და ბურჯანაძის პარტიის ადგილობრივი ლიდერები საკრებულოში

2014 წლის 7 ნოემბერს ქალაქ გორის საკრებულოში ,,თავისუფალი დემოკრატების" ორადორმა წევრმა ოფიციალური განცხადება, ოპოზიციაში გადასვლის შესახებ, უკვე გააკეთა. ამის შესახებ თამარ თედლიაშვილმა და დავით წეწვაძემ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ისაუბრეს. სხდომის დაწყებისას ,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ადგილობრივმა ლიდერმა ზურაბ როსებაშვილმა წეწვაძეს სხვა სკამზე გადაჯდომა ურჩია: ,,წადი რა, იქით დაჯექი, მეტი უნდათ?!"

18:53 / 07.11.2014
ქარელში ,,თავისუფალი დემოკრატები" პარტიას ტოვებენ

2014 წლის 7 ნოემბერს ქარელის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ შუბითიძემ, ,,თავისუფალი დემოკრატების" დატოვების შესახებ, განცხადება გააკეთა. რაიონის მუნიციპალიტეტის მთავარ სათათბირო ორგანოში, მხოლოდ, ერთი ,,თავისუფალი დემოკრატი" - ნათია გოჩაშვილი დარჩა. ირაკლი ალასანიას გუნდი დატოვეს, ასევე, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებმა შემდეგ ოლქსა და სოფლებში - ატოცი, დირბი და ქარელი.

16:36 / 07.11.2014
გორის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს შორის ,,თავისუფალი დემოკრატი" არავინ აღმოჩნდა

,,მე არც ერთი სამსახურის მუშაობით ვარ კმაყოფილი" - აცხადებს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. მისი თქმით, წლის ბოლომდე, სამსახურების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ იგეგმება. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ატესტაციის შემდეგ სამსახურები შესაბამისი კადრებით დაკომპლექტდება და  გამართული მუშაობის საშუალება მიეცემათ.

 

 

03:20 / 07.11.2014
,,შეიძლება დავუჭირო, შეიძლება არ დავუჭირო" - რა ბედი ელის ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს?!

ქალაქ გორის საკრებულოში კოალიცია ,,ქართული ოცნება" უკვე უმცირესობაშია. ,,თავისუფალი დემოკრატები" მმართველ გუნდს ჩამოსცილდნენ. 15 კაციან საკრებულოში 9 წევრი ოპოზიციაშია. 2014 წლის 15 ნოემბრიდან კი ქალაქის მთავარი სათათბირო ორგანო მერიიდან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ელოდება. ბიუჯეტის დამტკიცებას კი კოალიციის 6 ხმა არ ეყოფა.

00:34 / 07.11.2014
,,მერიაში ატესტაციის მსურველებმა გადახედონ აპლიკაციებს"

2014 წლის 6 ნოემბერს ღამის 12 საათზე, გორის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადების მიღება შეწყდება. საღამოს 6-ის ნახევრის მონაცემებით, ელექტრონული სისტემით აპლიკაციები 487 მოქალაქემ შეავსო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთი მოქალაქე რამდენიმე თანამდებობას უთითებს, საბოლოო ჯამში, საღამოს მონაცემებით, 487 მოქალაქეს 1189 განაცხადი აქვს შევსებული.

22:48 / 06.11.2014
მოწვევა სტუდენტებს - „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნების მიზნით"

ძვირფასო ახალგაზრდებო, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი გთავაზობთ მონაწილეობას პროექტში - „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“. პროექტი გულისხმობს საქართველოს ხუთ ქალაქში - გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში - ათ-ათი სტუდენტის შერჩევას და მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. 

 
15:31 / 06.11.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.