2014 წლის 31 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივ ჟურნალისტს ბიუროს სხდომა დაატოვებინეს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო არდემანაშვილმა იმით ახსნა, რომ ბიუროს წევრებთან პირადი საკითხები აქვს მოსაგვარებელი.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის კანდიდატურა წარადგინეს.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმ რეგლამენტში, სადაც სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხარჯების ანაზღაურების შესახებაა საუბარი, ცვლილებები შეიტანეს. არაანაზღაურებად დეპუტატებს 500 ლარი ყოველთვიურად ხარჯის სახით დაენიშნათ.
2014 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სასწრაფო სამედიცინო ცენტრის რეგიონალურ ორგანიზაციას 4 ახალი მანქანა ოფიციალურად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ გადასცა. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის თემურ თანიაშვილის თქმით, ორ კვირაში, კიდევ 4 მანქანას მიიღებენ. საბოლოო ჯამში, წლის ბოლომდე, რეგიონში ახალი მანქანების რიცხვი 16-მდე გაიზრდება.
დღეს, 29 ოქტომბერს, დაახლოებით 16 საათზე, სასწრაფო სამედიცინო ცენტრის 15 ახალი მანქანა გორის ცენტრალურ ქუჩებზე სინქრონული სიგნალებით შემოვიდა. თბილისის ქუჩიდან სტალინის გამზირზე, შემდეგ ძველი ბაზრიდან ცხინვალის გზატკეცილზე გააგრძელეს გზა და კოლონას, მხოლოდ, ორი მანქანა ,,ჩაეხსნა". დანარჩენი მანქანებიდან 11-მა გზა დასავლეთ საქართველოსკენ, ხოლო ორი მანქანის მძროლმა ტყვიავის საავადმყოფოსკენ გააგრძელა გზა.
რეგიონის სოფლებში მუნიციპალიტეტის გამგებლების წარმომადგენლები ტყე-კაფის კოდების ირგვლივ არსებული გაუგებრობის დროულ მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ კავთისხევის, ქვემო ჭალის, ზემო ხანდაკის და სხვა სოფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს თათბირზე შესჩივლეს. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ტყე-კაფის ნომრებს გამგებლის წარმომადგენლებს სატყეო რეინჯერი წინა ღამეს შეატყობინებს, ხოლო სოფლის წარმომადგენელი ვაუჩერიან მოსახლეობას კოდებს ბანკთან რიგში დგომისას მიავწდის.
გორის რაიონის სოფელ ბოშურში მცხოვრებ ლერი ყველაშვილს პოლიციელის დავით მესხიძის სხეულის დაზიანების ფაქტზე პატიმრობა 2014 წლის 30 აგვისტოს შეუფარდეს. პარალელურად, გამოძიება თვით ლერი ყველაშვილის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე პოლიციელის მიმართაც მიმდინარეობს. თუმცა ბოშურში მომხდარ ინციდენტის ირგვლივ საბრალდებო სკამზე, მხოლოდ, ერთი პირი ზის.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ტყით სარგებლობის კუთხით პრობლემები აქვს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ბეჟან ოქროშიაშვილმა საკრებულოს 27 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სატყეო რეინჯერის მიერ გაცემული ტყე-კაფის ნომრები, მაგალითად, სკრელებს ,,ლიბერთი" ბანკში უკვე დაჯავშნული დახვდათ. ,,დაახლოებით 12 ადამიანს ერთი და იგივე ნომერი გაატანეს. მივიდნენ ბანკში და უკვე გაუქმებული დახვდათ" - განაცხადა ოქროშიაშვილმა.
გორის რაიონის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექტორის შრომის ანაზღაურების შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა, სკანდალური დასკვნა დადო. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს. მასალების მიხედვით ირკვევა, რომ საჯარო სკოლის დირექტორმა სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელთან შეთანხმებით, სახელფასო თანხა, განათლების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე აიღო. ეს პროცესი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდებოდა.
,,საშუალო განათლების მქონე მაინც" - ეს ფრაზა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში დაბალი რანგის სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში უდიპლომო მოქალაქეს მონაწილეობის უფლებას აძლევს, ,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა თამარ კოდოშვილმა გააპროტესტა. ამის შესახებ მან გორის რაიონის საკრებულოს დღევანდელ, 27 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა. ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ხათუნა ხათაშვილი კი სოფლებში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსის წესიდან ,,ერთწლიანი გამოცდილების" ჩანაწერის ამოღებას ითხოვს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











