კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი „განავითარე შენი სოფელი“.
მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველის და ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები შიდა ქართლში, 2008 წლის ომით დაზარალებულ სოფლებში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ცხინვალის ციხის ყოფილ პატიმრებთან მათი დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებზე; ასევე, პატიმრობის მიზეზით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრეს.
ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, გორის ინვალიდთა კლუბმა საქართველოში პირველად დაიწყო შეზღდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მხარდასაჭერად ადგილობრივი საბჭოების შექმნა.
ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს ესეების კონკურსს უფროსკლასელებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი საშუალო სკოლის 9-12 კლასის მოსწავლეებს.
გორში, გურამიშვილის ქუჩიდან (ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) მოპარული ავტომანქანის ფაქტზე პასუხისგებაში სამხედრო მოსამსახურე 22 წლის ვახტან მ-შვილი მისცეს. ამის შესახებ წინასწარი გამოძიების მასალები გორის რაიონულ სასამართლოს პროკურორმა ია მეფარიშვილმა უკვე გადასცა. ბრალდებული განაჩენს ელოდება.
აგარის ქარხანა გაკოტრების პირასაა. ქარელის რაიონის სოფლებში მცხოვრები მცირე ფერმერები კი არასტანდარტულ ვაშლს ვერ აბარებენ. ამის გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა რაიონში ზაზა ბარბაქაძემ სოფლის წარმომადგენლებს დამამზადებელი და გადამზიდავი ორგანიზაციის ჩამოყალიბება დაავალა.
2014 წლის 23 სექტემბერს 23 წლის ხატია ბ-შვილს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.
ჯამური ბიუჯეტით გათვალისწინებული 268 ათასი ლარიდან 114 500 ლარი ხელშეკრულებით მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 91 500 ლარი - საშტატო ერთეულზე გათვალისწინებულ პირებზე მოდის. ეს ციფრები ,,გორის მუნიციპალიტეტის გამწვანების" სამსახურის 8 თვიან ანგარიშშია მოცემული. ეს ანგარიში საკრებულოს ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე უკვე განიხილეს, ხოლო დანარჩენ წევრებს 2014 წლის ოქტომბრის დასაწყისისთვის დაგეგმილ გეგმიურ სხდომაზე გააცნობენ.
2014 წლის 18 სექტემბერს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა არ შეასრულა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა, რითაც დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. სასამართლომ გულიაშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
2014 წლის 22 სექტემბერს ქარელის რაიონის სოფელ დვანში ახალი, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღი განსაკუთრებით დაზიანდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ბაღის სრული რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 90 000 ევროზე მეტი დაიხარჯა. ის 1988 წელს აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











