,,მოვიხედე უკან და დავინახე, რომ ნიჩაბს მარტყავდა, ხელი დავუხვედრე და გამეჭრა. მე ხელში წალდი მეჭირა. ეს ხელი დამიჭირა და თავისი მეორე ხელით სახეში მირტყავდა. იმდენი მოვახერხე, რომ მეც დავარტყი და მას კი თავი გაუტყდა" - ამ ფაქტის გამო შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში 63 წლის თანასოფლელები და ყოფილი მეგობრები, ფრიდონ ბ-შვილი და ავთანდილ ვ-შვილი (სახელები შეცვლილია - რედ), ერთმანეთს ცემაში ადანაშაულებენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, NSDI-ს პროექტის ფარგლებში, გორის ადმინისტრაციული საზღვრის თანამედროვე წესებითა და სტანდარტებით დადგენა-დემარკირებაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. როექტი ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით წარიმართება. შედეგად, საზღვარი ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის ზუსტად განისაზღვრება, მოხდება მისი კოორდინირება, სპეციალური ნიშნულებით აღჭურვა, რაც საზღვრის კანონმდელობასთან ჰარმონიზაციასაც უზრუნველყოფს.
2014 წლის 15 ოქტომბერს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, საბჭო, პერიოდულად, რეგიონის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრის და პროექტების შემუშავების მიზნით შეიკრიბება.
გორის #1 გიმნაზიის X-XI კლასის მოსწავლეებისათვის ამავე სკოლის პედაგოგებმა ნანა წიწუაშვილმა და გიორგი გაგლოევმა გეოგრაფიასა და ისტორიაში ღია გაკვეთილი ი. ბ. სტალინის მუზეუმში ჩაატარეს. პედაგოგების განცხადებით, გაკვეთილის ჩატარების ადგილად მუზეუმი შეირჩა იმის გამო, რომ განათლების და საზოგადოების განვითარების დარგში მუზეუმების საგანმანათლებლო როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც სკოლაში შეძენილ ცოდნასა და სამუზეუმო განათლებას შორის ურთიერთკავშირში გამოიხატება.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს სოფელ ახალციხეში გურამ ბარნოვს კოლეგებმა სიტყვით გამოსვლისას იმ დროს დასცინეს, როდესაც მან სოფლის პროგრამის ფარგლებში დაწყებული სამუშაოების შეჩერებაზე დაიწყო საუბარი.
კავთისხეველებმა საპროტესტო აქცია მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ გამართეს.
2014 წლის 14 ოქტომბერს საღამოს დაახლოებით 20 საათზე გორი-მცხეთის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომანქანა 110 კვტ-იან ხაზის ბოძს დაეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შეჯახებისას ელექტრობოძი გადავარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
კასპის ცენტრალურ ქუჩაზე მიმავალი ქალბატონი მოულოდნელად დაეცა და ტროტუარზე უგონო მდგომარეობაში იწვა. გამვლელ-გამოვლელის რეაქცია ასეთი იყო: ,,ეტყობა კიდევ დალია და მთვრალია". ადგილზე კასპის პოლიციის თანამშრომლები პიკაპით მივიდნენ. ინციდენტი 2014 წლის 14 ოქტომბერს მოხდა
სოფელ კოდისწყაროში გამართულ კრებაზე სოფლის პროგრამის ფარგლებში შემორჩენილი თანხების ხარჯვის გადაწყვეტილება ახალგაზრდებმა მიიღეს. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ეკა მუზაშვილმა განაცხადა. მის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოვაციებით შეხვდნენ.
45 წლის ვეფხია ბალხამაშვილი, ძაღლისგან დაკბენილი 16 წლის შვილის აცრის მოთხოვნის გამო, ,,მედიალფას" საავადმყოფოს ფოიეში დააკავეს და დააპატიმრეს. კასპის რაიონულ საავადმყოფოში ადმინისტრატორმა ნაცნობ პოლიციელს დაურეკა: ,,მომხედე, ვიღაც ბიჭია და ბუინობსო". რამდენიმე წუთში გამოცხადებული პოლიციელი, პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ვეფხია ბალხამაშვილს აკავებს. ვიდეო-მასალაში კი, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, მხოლოდ, დაკავების ფაქტი ჩანს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











