რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
როგორ უყურებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობას

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა თვლის, რომ ევროკავშირი ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. 2014 წლის გაზაფხულზე ევროპის სამეზობლოს პროგრამის „ბარომეტრი“ მიერ საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირისადმი დამოკიდებულების გარკვევას ისახავდა მიზნად. 

20:31 / 13.09.2014
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი

2014 წლის 10 სექტემბრიდან ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ,,იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბის და პრაქტიკულ საქმიანობაში მისი გამოყენების ხელშეწყობის" პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტს გორის უნივერსიტეტის პროფესორი ლია მამულაშვილი ხელმძღვანელობს. პირველი შეხვედრა დღეს 10 სექტემბერს შედგა.

01:31 / 11.09.2014
,,ზღუდერში სასმელი წყალი დაგვეკარგა"

ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში წყლის შემკრებ ავზებს შორის დამაკავშირებელი მილი მოიპარეს. ამის შესახებ სოფელში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ზემდგომს ზაზა გულიაშვილს 2014 წლის 8 სექტემბერს თათბირზე აცნობა. ის სოფელში დასაწყობებული ,,შლანგებიდან" 300 მეტრი სიგრძის მასალის გამოყენებას ითხოვს.

00:25 / 10.09.2014
ატოცში ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოების დროს სასმელი წყლის მილი გადაჭრეს

ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფელ ატოცში ამ დროისთვის სასმელი წყლის პრობლემაა. მშენებლებმა წყლის ის ცენტრალური მილი გადაჭრეს, რომლითაც დასახლებაა დაქსელილი. ის ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაობის მიმდინარეობისას დააზიანეს. ამის შესახებ  ატოცის წარმომადგენელმა მარიამ გულისაშვილმა განაცხადა.

23:33 / 09.09.2014
ბათუმის საკრებულო მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს უნიკალურ მასალებს გადასცემს

9 სექტემბერს, 13:00 საათზე გენერალ მაზნიაშვილის დახვრეტის დღეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი და ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“  წევრები კასპის რაიონის სოფელ სასირეთში მდებარე გიორგი მაზნიაშვილის სახლ–მუზეუმს ეწვევიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,რესპუბლიკური" პარტიის პრესცენტრიდან აცნობეს.

14:48 / 09.09.2014
ძველი ბაზრის ღამის მოდარაჯეები

გორის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე დარჩენილი დახლები 6 სექტემბრის ღამეს მოვაჭრეებმა დანგრევას გადაარჩინეს. სამშენებლო მასალით დატვირთულ 7 სატვირთო მანქანას წინ გადაუდგნენ და ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ღამის მოდარაჯეებმა კადრების გადაღება მოახერხეს. ყოველ ღამე მოვაჭრეები ახალი ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი ხალხისგან დახლებს დანგრევისგან იცავენ. შემოღებული აქვთ მორიგეობა.

02:04 / 09.09.2014
ორიგინალური გადაწყვეტილების ავტორებს 500 ლარიან დადგენილებაში ცვლილებები შეაქვთ

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, რომლებმაც 2014 წლის აგვისტოს დასაწყისში ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს, პოზიციებს იცვლიან და განკარგულებაში ცვლილებების შეტანას გეგმავენ. ამის შესახებ ქარელის საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ გახდა ცნობილი. სხდომის დამთავრებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს დარბაზის დატოვება, ხოლო საკრებულოს წევრებს დარჩენა მოსთხოვა. ,,დახურულ სხდომაზე", სწორედ, საკრებულოს წევრებისთვის ყოველთვიური, 500 ლარიანი ხარჯების ანაზღაურების შესახებ ახალ ნორმებზე ისაუბრეს.

23:10 / 08.09.2014
გორის მერს სესხის და გრანტის აღებაზე თანხმობა მისცეს

ქალაქ გორის მერს სესხის და გრანტის აღების უფლება უკვე აქვს. ამის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა მისცა. საკრებულოს წევრი კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან" თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ხსენებული პუნქტი სამომავლო პერსპექტივისთვის ჩაიწერა.

16:09 / 08.09.2014
გორის რაიონის სოფელ ძევერაში მეფრინველეობის ცენტრი გაიხსნება

2014 წლის 8 სექტემბერს, 13:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ძევერაში იაპონიის მთავრობის მიერ, გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, „გორის რაიონის სოფელ ძევერაში მეფრინველეობის ცენტრის პროექტის“ საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება. ცერემონიას დაესწრებიან – იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ატონი ტოშიო კაიტანი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და პროექტთან დაკავშირებული ორგანიზაციის წევრები.

15:18 / 08.09.2014
,,სცემა და დაუზიანა ქონება" - მაღაზიაში ჩხუბი ხურდის გამო

გორის რაიონის სოფელ ნაწრეტში დევნილი, 25 წლის ალექსანდრე ხ. მაღაზიაში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. ინციდენტი მაღაზიის მეპატრონესთან ხურდის გამო მოხდა. საქმის მასალების მიხედვით მაღაზიის მეპატრონემ კლიენტს ხურდა არ დაუბრუნა, რასაც უკმაყოფილო კლიენტის მხრიდან აგრესია მოჰყვა. დაკავებული ჩადენილ ქმედებას აღიარებს.  

 

22:13 / 06.09.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.