შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ბარნაბიათკარში უნებართვოდ შენახული სანადირო თოფი ამოიღეს. სახლში იარაღს ადგილობრივი მკვიდრი ბესიკ ბ. ინახავდა. პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით წარუდგინა. აღნიშნული მუხლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე სანადირო თოფის შენახვისთვის, ჯარიმას 20-დან 40 ლარამდე ითვალისწინებს.
ატენსა და ხიდისთავში ძლიერი წვიმის გამო მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები დატბორა. წყალი რამოდენიმე სახლის სარდაფში, ეზოში და პირველი სართულზე მდებარე ოთახებში შევიდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად სოფელ ატენში მცხოვრები ჯაფარიძეების ოჯახი დაზარალდა. სახლში წყალი მაშინ შევარდა, როდესაც იქ მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, მთლიანდა დაზიანდა პირველი სართული, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები, დაიხოცა შინაური ფრინველი.
გორში, კერძო ბინათმესაკუთრეებისთვის, საერთო სარგებლობის სამეზობლო ეზოების, სადარბაზოების, სახურავების და ა.შ. ნაგებობების კეთილმოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად, მერია თანადაფინანსების კუთხით, 80%-ით გაიღებს. ამის შესახებ ქალაქ გორის საკრებულომ გადაწყვეტილება 2014 წლის 5 სექტემბერს მიიღო. საკითხის წარმდგენმა დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გორელმა მოქალაქეებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ. პროგრამაში მონაწილეობა კერძო სახლების მფლობელებსაც შეუძლიათ.
გორის მერიის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, განსაკუთრებით, არასამეწარმეო იურიდიულ პირებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (2014 წლის ივნისის) შემდეგ ხელფასების გაცემა გვიანდება. ამის მიზეზად ქალაქ გორის საკრებულოს ხელმძღვანელობა გორის მუნიციპალიტეტის გაყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირებს. ხელფასების დაგვიანებით შეწუხებული, ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს და საფინანსო სამსახურის უფროსს დალი ტლაშაძეს დღეს 2014 წლის 5 სექტემბერს შეხვდნენ.
4 სექტემბერს ქარელში სამების სახელობის საკათედრო ტაძარი გაიხსნა. აღნიშნული ტაძრის მშენებლობა 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
გორის მერიაში ყველაზე ობიექტური კონკურსი ჩატარდება. ამის შესახებ ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კონკურსის გამართვის შესახებ ინფორმაცია 15 სექტემბრის შემდეგ გამოქვეყნდება. საკონკურსო კომისიის წევრობა საკრებულოს წევრმა რამაზ იოსელიანმა კატეგორიულად მოითხოვა.
2014 წლის 3 სექტემბერს აზერბაიჯანულ სოფელ ხიდისყურში ძმები ალიოშა და სოინ გული ოღლები დააკავეს. პირველ მათგანს წვრილმანი ხულიგნობის, ხოლო მეორეს - პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს ბრალი. დაკავებულები ძმები არიან, რომლებსაც სასმელი წყლის გამო სოფელში უთანხმოება მოუვიდათ. ერთ-ერთმა ძმამ 112-ით პოლიცია გამოიძახა. სამართალდაცმავებმა პოლიციის ,,გამომძახებელიც" დააკავა.
საქართველოს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორში პურის საცხობს ადმინისტრაციული ოქმი სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის საფუძველზე გამოუწერეს. აღნიშნული მუხლი ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის; ნორმების გადამეტების, ან მონაცემების უქონლობის გამო, ითვალისწინებს.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ზურაბ რუსიშვილი საქართველოში პოლონეთის ელჩს, ანდჟეი ჩეშკოვსკს შეხვდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ქარელში სატყეო სამეურნეო გზების გაყვანა მიმდინარეობს. სამუშაოები 3 სექტემბერს სოფელ ზღუდერში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ლევან ტაბუცაძემ მოინახულეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











