,,სურსათის უვნებლობის, ეპიზოოტური კეთილსაიმედოობა და მცენარეთა დაცვის უზრუნველყოფის შესახებ" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 5 სექტემბრამდე, შიდა ქართლში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტზე 27 პირი დაჯარიმდა. სხვადასხვა ნორმების დარღვევა კი 57 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ პაატა თარაშვილმა განაცხადა. ის ანგარიშით გორის რაიონის საკრებულოს აგრარული კომისიის წინაშე, დღეს, 19 სექტემბერს წარსდგა.
სოფელში დაწყებული საგზაო-სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გადავადდება
გორში შექმნილ საკოორდინაციო შტაბის ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც მედია არ ესწრებოდა და სექტემბრის დასაწყისში გაიმართა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს დაემუქრნენ, რომ გლეხები ტონობით ნაქარ ვაშლს გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ დაყრიდნენ. ვაშლის მიმწოდებლები საწარმოებისგან თითო კილოგრამზე მიღებულ 10 თეთრს აპროტესტებენ. ვაშლის მიმღებები კი, იგივე საწარმოების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ვაშლისგან მიღებული კონცენტრატის ფასი ევროპულ ბაზარზე მიმდინარე სეზონზე მკვეთრად დაბალია.
2014 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში სერთიფიცირებული პედაგოგები - თეა ნონიკაშვილი და მერი კაკაშვილი ისევ არ მუშაობენ. მშობლებისა და მოსწავლეების ხელმოწერები რეაგირების გარეშეა დარჩენილი. მოსწავლეებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ დირექტორთან საჯარო შეხვედრის გამართვა სურთ.
კასპის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალ ქალაქისა და რაიონის მოსახლეობას ორი თვეა კარებებზე ნაგვის დასუფთავების გადასახადის ქვითრები, სულზე 50 თეთრის ოდენობით, ხვდება. იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მრავალსულიანია და სოციალურ სიდუხჭირეს განიცდის, სულზე დაწესებული გადასახადი მძიმე ტვირთს წარმოადგენს. მაგალითად, სოფელ აღაიანის მოსახლეობამ ამ პრობლემით ფრაქცია ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრს ხათუნა თათანაშვილს მიმართა.
2014 წლის 16 სექტემბერს გორს ჩინეთის დელეგაცია, კერძოდ ელჩი და კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრების შემადგენლობით, ესტუმრა. წარმომადგენლობით ჯგუფს გუბერნატორი, ქალაქის მერი, რაიონის გამგებელი და საკრებულოების თავმჯდომარეები დახვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით, ნახევარი საათი გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ სტუმრები და მასპინძლები სტალინის სახლმუზეუმის და უფლისციხის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ.
,,მოვიდნენ, არავისი გვეშინია"
,,რასაც ვაკეთებთ, დაგვილაიკეთ" - მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სოფლებში სოციალურ ქსელებში გააქტიურება დაევალათ
როგორ მიმდინარეობს თელიანის დევნილთა დასახლებაში აბანოების და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები
,,საბავშვო ბაღებში ძირითადად მოწესრიგდა სამზარეულო, სველი წერტილები, სახურავები, იატაკი, ჭერი, არსებული ფანჯრები მეტალოპლასმასის ფანჯრებით შეიცვალა." - წერია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











