ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სამუშაო შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება აკრძალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება იმ დღით მიიღო, როდესაც სამუშაო შეხვედრაზე ქარელის პოლიციის უფროსი გამოცხადდა. გულიაშვილის ,,ბრძანებას" ასრულებდნენ - რუისის რწმუნებული გიორგი კუთხაშვილი; ადმინისტრაციის სპეციალისტი ბადრი მეხრიშვილი და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლეილა ნადირაშვილი. ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივ ჟურნალისტს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის პირველ ათ თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 362 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პრიმა მუხლით კვალიფიცირდება. გახსნილია 270 შემთხვევა. შემთხვევების დიდი ნაწილი ქალებზე განხორციელებულ ძალადობაზე მოდის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ძალადობის 319 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 269 გაისხნა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წევრები რობერტ კავთიაშვილი და მიხეილ ბექაური, რომლებიც ამავე დროს საკრებულოს წევრები არიან, მომავალი, 2015 წლის ბიუჯეტს საბიბლიოთეკო გაერთიანებისთვის გამოყოფილი თანხების გამო ხმას არ აძლევენ. კავთიაშვილის თქმით, ამის უმარტივესი მიზეზი საბიბლიოთეკო გაერთიანებისთვის გამოყოფილი თანხებია.
გორის რაიონის სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა კოტეჯებში გაზიფიცირების სამუშაოები უნებართვოდ განხორციელდა. ამის გამო გაზმომარაგების კომპანია შესრულებულ სამუშაოებს არ იბარებს. გათბობის იმედად მყოფ დევნილებს ამჟამად შეშაც არა აქვთ.
24.11.2014 სოფელ კავთისხევის გარეგანათების ხარჯი ერთნახევარჯერ აღემატება კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში დახარჯულ ელექტროენერგიის ჯამურ ღირებულებას. ამის შესახებ პრეტენზიას მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი გამოთქვამს. შესაბამის სამსახურებს საკითხის შესწავლა დაავალა.
24.11.2014 კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მეზობელი სოფლის, სამთავისის საჯარო სკოლას შეშით დაეხმარა. სამთავისში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, ამის მიზეზი სკოლაში გათბობის სისტემის დროებით მოუწესრიგებლობა გახდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ორი წარმომადგენელი, მოულოდნელად, გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა და რეგიონალური თანამშრომლების შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ გორის პროკურორებმა წინასწარ არ იცოდნენ. მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, რომ სასამართლოში მთავარი პროკურატურიდან ,,გენ-ინსპექციის" თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ქარელის რაიონის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს წევრების უმრავლესობამ დირექტორის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი მარინა ნადირაშვილი არ აირჩია. 8 წევრიან საბჭოში მას 4 - მა წევრმა არ მისცა ხმა. ნადირაშვილი სკოლის დირექტორად 2007 წლიდან მუშაობს. კანონმდებლობის მიხედვით, სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარადგენს.
დღეს, 21 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც ყოველი წლის 23 ნოემბერს აღინიშნება, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელი გზა დასუფთავდა. აქცია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით განხორციელდა, სადაც ქალაქის მერიის სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ევროკავშირის მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას და სამოქმედო გეგმის შეფასების ახალ ეტაპზე გადასვლის ნებას რთავენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











