საქართველოში მიმდინარე წლის 8 აგვისტოს მონაცემებით აღრიცხულია 17 შემთხვევა, მათ შორის სამი ლეტალური გამოსავლით. შემთხვევების უმეტესი რაოდენობა აღრიცხულია შიდა ქართლის და სამცხე–ჯავახეთის რეგიონში. ამის შესახებ 2014 წლის 13 აგვისტოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გორის მერიაში ძირითადი სამსახურები პარლამენტარ თამაზ შიოშვილის ნათესავებს უკავიათ. ამის შესახებ ცნობილი დღეს, 13 აგვისტოს, გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის მიერ ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდული საქმიანობა, იურიდიული სამსახური და, მათ შორის, ადმინისტრაცია ,,თავისუფალ დემოკრატები"-ს გორის ლიდერის, პარლამენტარ თამაზ შიოშვილის ,,დე-ფაქტო" კონტროლის ქვეშაა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველები ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში სამაშველო სამუშაოებს ახორციელებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 19 კილომეტრია და მონაკვეთის მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს 11 კმ-იან მონაკვეთზე გზის არსებული მიმართულების შენარჩუნებას I კატეგორიის გზის პარამეტრების მისაღებად საჭირო გაუმჯობესებით, მომდევნო 8 კმ-იან მონაკვეთზე კი აგარის შემოვლითი ახალი მიმართულების გზის მშენებლობას.
გორის ბიუჯეტში, 2014 წელს, დაგეგმილია ჯარიმა/სანქციების მობილიზების კუთხით, 800 ათასი ლარის მოგროვება. ქალაქის ცენტრში, ახალი საგზაო ნიშნების და ხაზების მონიშვნის შემდეგ, პატრულის თანამშრმლები, მხოლოდ, მთავარ მოედანზე დღეში 20-ზე მეტ მძღოლს აჯარიმებენ. სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს გეგმის გადაჭარბებით შესრულებას ელოდებიან. თუმცა, ეს გეგმა არ ეხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს, პატრულის უფროსის მეგობარ-ნათესავებს.
საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე -„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთაუფლებები“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის #97/ნ ბრძანებით „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2011 წელს მიღებულ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ბრძანება 2014 წლის 7 აგვისტოდან შევიდა ძალაში.
2014 წლის 7-8 აგვისტოს გაიმართება, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქტივობები:
2014 წლის მონაცემების მიხედვით, ამჟამად, შიდა ქართლში გასაშვილებელი მოზარდების რაოდენობა (11-დან 18 წლამდე ასაკის ფარგლებში) 12-ს აღწევს. ამის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებშია საუბარი. აღნიშნული ბავშვებიდან 7 მოზარდი 11-დან 15 წლამდეა, ხოლო ხუთი მოზარდი - 16-დან 18 წლამდე. სულ გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა შიდა ქართლში (ერთ წლამდე ასაკიდან დაწყებული 18 წლამდე) 22-ია.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


