რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
მარეხ ყამბეგაშვილი: ,, ყამირი მიწები გავტეხეთ"

05.03.2015 კასპის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, სახელმწიფოს მხრიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დედალ-მამლებით, კურდღლებით, ნერგებით და საოჯახო ტექნიკით ეხმარებიან. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ქვემო ჭალაში მარეხ ყამბეგაშვილმა საგანგებო თათბირზე განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიულ ერთეულში ყამირი მიწებიც სრულად  აითვისეს.

23:54 / 05.03.2015
სოფლის პროგრამით შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ვერ პოულობენ

05.03.2015 ,,გორის რაიონის სოფელ წედისში, სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მოძებნა და იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, სამუშაო არ არის შესრულებული." - ამ წინადადებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილ სპეციალურ ანგარიშში ამოიკითხავთ, რომელიც 2015 წლის იანვარში მუნიციპალიტეტს გასაცნობად გაუგზავნეს. 

 

23:44 / 05.03.2015
გორის ლამპიონები - არ ჩანს 1 158 ერთეული სანათის დოკუმენტაცია

04.03.2015 დეკორატიული სანათების, ნაგვის კონტეინერების და ქუჩების დასუფთავების კუთხით ,,გორის კეთილმოწყობის" სამსახურთან კითხვები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაუჩნდა.  2012-2013 წლებში გაწეული მომსახურების თაობაზე შედგენილი ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შემდეგ სპეციალური დასკვნა გორის მუნიციპალიტეტს უკვე გაეგზავნა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მაგალითად, ვერ იქნა მოძიებული 1 158 ერთეული სანათის დოკუმენტაცია.

01:24 / 05.03.2015
გორში ,,ალდაგი"-ს ფილიალი გაიხსნება

2015 წლის 5 მარტს გორში სადაზღვევო კომპანია ალდაგი ახალ ფილიალს გახსნის. სოფლის მეურნეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია და სადაზღვევო კომპანია ალდაგის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი თამარ ჭკადუა შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს შეხვდებიან და აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციას მიაწვდიან.  

01:03 / 05.03.2015
გაზიფიცირება 4 სოფელში - დაიხარჯა 800 000 ლარამდე

04.03.2015  ზემო ხვითი, ზემო და ქვემო ნიქოზი, ასევე სოფელი ერგნეთი,  გაზიფიცირდა. ამისათვის 24 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა და თითოეული სოფელი სრულად დაიქსელა. ოჯახებში ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი დამონტაჟდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებით 1051 მოსახლე ისარგებლებს.

20:17 / 04.03.2015
გასხვლის თანამედროვე მეთოდების შესახებ ტრენინგები ჩატარდება

2015 წლის 6 მარტს, გორში, გასხვლის თანამედროვე მეთოდების შესახებ, ტრენინგები ჩატარდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, ცოდნა გაიღრმავონ და  სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. ტრენინგს ამერიკიდან მოწვეული ექსპერტი გაუძღვება.

 
19:42 / 04.03.2015
ამერიკის ელჩი გორში ,,მომავალი თაობის" მონაწილეებს შეხვდა

2015 წლის 3 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, გორის მერთან, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გორის საკრებულოს თავჯდომარესთან, მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სიტყვით მიმართა და დააჯილდოვა კონკურსშიმონაწილე საუკეთესო თხზულების ავტორები. კონკურსის თემა - „ქალი- აქტიური მოქალაქე“.

15:39 / 04.03.2015
ზარალი პირდაპირი წესით მიწების და შენობების განკარგვიდან გორში

02.03.2015 ქონების პირდაპირი განკარგვის წესის გამოყენებით, მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მუნიციპალიტეტი სავარაუდოდ მაღალი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამ შეფასებამდე სახელმწიფო აუდიტის ექსპერტები ფინანსური დოკუმენტების შემოწმების შემდეგ მივიდნენ. მათი აზრით, უმჯობესია მუნიციპალიტეტმა აუქციონის წესით მიწისა და შენობა-ნაგებობების პრივატიზების შესაძლებლობა გამოიყენოს.

00:15 / 03.03.2015
,,ტოიოტების ყიდვა-გაცვლა"-ში დაკარგული 155 000 ლარი

02.03.2015 მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტების შესწავლისას აუდიტის სამსახურმა მიაკვლია იმ ფაქტს, რომ ორი ძვირადღირებული ავტომანქანა ,,ტოიტოტა ლენდ კრუიზერის" გაცვლა-გამოცვლისას ბიუჯეტმა 46 300 ლარით იზარალა.  108 000 და 119 000 ლარიანი მანქანების შეძენა-გადაცვლა 2011 და 2012 წლებში მოხდა. ,,ავტომანქანა შეძენილია მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეების პირადი კომფორტისა და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, 46 300 ლარით შესაძლებელი იყო კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის ან სოციალური პროგრამის განხორციელება" - წერს სახელმწიფო აუდიტი.

20:15 / 02.03.2015
წელიწადში 45 000 ლიტრი საწვავი ქალაქის მთავრობას

02.03.2015 ,,დავაწესეთ ზღვრული ლიმიტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად დაიხარჯება" - აცხადებს ქალაქ გორის საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე, რომელმაც ბიუროს სხდომას პროექტი წარუდგინა. მისი თქმით, გორის მერია მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსგან ,,ტოიოტა ქამრის" იბრუნებს, ხოლო გუბერნიის აპარატი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ,,ტოიოტა კოროლას" აძლევს. ,,შესაბამისად, მანქანების მომატებამ საწვავის ჯამური მაჩვენებელი გაზარდა" - განმარტავს რაზმაძე.

18:14 / 02.03.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.