13.02.2015 საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, გასულ წელს, ყველაზე რეიტინგული ,,თვითმმართველი" უწყება შიდა ქართლში გორის საკრებულო აღმოჩნდა. ყველაზე არაანგარიშვალდებული კი, კასპისა და ქარელის გამგეობები. ამის შესახებ ,,ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ 2015 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
2015 წლის 14 თებერვალს, 15:00 საათზე სტალინის მუზეუმში არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამი” ტიმოთი სნაიდერის წიგნის: “სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის” თარგმანის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აცნობეს.
12.02.2015 „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით, შიდა ქართლის 74 ათასზე მეტი ბენეფიციარი დახმარებას მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 49 695 ფერმერი. ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე გუბერნიის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
12.02.2015 საპატრულო პოლიცია და გორის მერია, ერთობლივი შეთანხმებით, ჭავჭავაძის გამზირზე (ბარათაშვილის ძეგლიდან ძველ ბაზრამდე) ორმხრივ მოძრაობას აკრძალავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცალმხრივი მოძრაობა, ბარათაშვილის ძეგლიდან გურამიშვილის კვეთამდე, გამოსაცდელი ვადით, 13 თებერვალს, 11 საათიდან 13 საათამდე გაგრძელდება.
12.02.2015 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტების პროექტი დაასრულა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული სრული მონაცემები ქალაქ გორის მერიას გადაეცა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
11.02.2015 კომპანიას, რომელმაც 2014 წელს სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაცია განახორციელა, გორის მერია სასამართლოში, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით, უჩივის. ამის შესახებ ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სამხატვრო სკოლის წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. დაახლოებით 110 ათასი ლარიდან მერია უკან 40 ათასი ლარის დაბრუნებას ითხოვს. კომპანია თანხის დაბრუნებას საკუთარი სურვილით არ აპირებს.
10.02.2015 მედიაციის ცენტრსა და გორის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებმა შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ბაზაზე მედიაციის კლინიკა გაიხსნება, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მედიაციის საფუძვლებსა და პრინციპეპბს. დაეუფლონ პრაქტიკულ უნარჩვევებს და მონაწილეობა მიიღონ სიმულაციებში.
10.02.2015 წვიმის დროს სანიაღვრე არხებში წყალი გასავალს ვერ პოულობს. ამის გამო ნიაღვარი სახლებში და ეზოებში შედის. სამეფო ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სწორედ, ყოფილი ლენინის ქუჩის ჩასმას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრეს.
10.02.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, იგოეთი-კასპის გზის მოასფალტებისთვის 4 მლნ ნახევარი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ გამგებელმა საკრებულოს დეპუტატებს იმ დროს განუცხადა, როდესაც გზების რეაბილიტაციის პროგრამიდან დაახელობით 200 ათასი ლარის ,,შემცირების" წინადადებით შევიდა.
10.02.2015 გორში, კომბინატის დასახლებაში აცხადებენ, რომ მაწანწალა ძაღლს მდუღარე წყალი გადაასხეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დასახლების მოზარდებმა აცნობეს და ფოტოც მიაწოდეს. ძაღლი აღრიცხვაზე გორის თავშესაფარში ჰყავდათ აყვანილი და მკურნალობაც ჩატარებული ჰქონდა. შემდეგ კი ერთ-ერთ სასადილოს მიეჩვია.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











