რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
მარეხ ყამბეგაშვილს ბერწი ცხვრების გამოვლენა დაევალა

02.03.2015 სოფლის საერთო საძოვრებზე, ბრუცელოზზე შეუმოწმებელი ცხვრის გაშვების გამო, ფერმერებს პასუხი მოეთხოვებათ. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურაბ პარკაძემ მუნიციპალიტეტის გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სოფლის გამგებლებს ინსტრუქცია მიეცათ იმის შესახებ, თუ როგორ გამოავლინონ თავიანთ ტერიტორიულ ერთეულში ბრუცელოზის მატარებელი ცხვრები..

14:08 / 02.03.2015
,,ვისი ბრალია სავალუტო კრიზისი" - გამოკითხვა გორში

01.03.2015 საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თქმით, ლარის კურსი უახლოს მომავალშიც დამოკიდებული იქნება საგარეო ფაქტორებზე - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ნავთობის ფასზე, რუსეთის რეცესიასა და სხვა ფაქტორებზე. ამის შესახებ სავალტუფო ფონდის წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი ინგლისურენოვან გაზეთ FINANCIAL-ისთის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

23:09 / 01.03.2015
,,ყავებმა და მიხაკის ფასებმა მოიმატა" - გამოკითხვა გორის ბაზარში

01.03.2015 თებერვალში გორის ბაზარში ფასების ცვლილება, ძირითადად, იმპორტირებულ (შემოტანილ) საქონელს შეეხო.  მოვაჭრეების თქმით, ფასების ცვლილება, ძირითადად, დოლარით შემოტანილ პროდუქტზე (ყავა, ბანანი, კივი, ფორთოხალი და ა.შ.)  აისახა. ადგილობრივ პროდუქტს, მაგალითად, მწვანილს კი სავალუტო კრიზისი არც უგრძვნიაო.

22:20 / 01.03.2015
ცხოვრების შანსი დევნილებისთვის და გამყოფ ხაზთან მცხოვრებთათვის

01.03.2015 წლის ბოლომდე შიდა ქართლში 7 სოციალური საწარმო აშენდება. აქედან ნაწილი დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, ნაწილის განთავსება კი, გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეა გათვალისწინებული. პროექტის ხელმძღვანელის გიორგი არსენიძის თქმით, თითოეულ საწარმოს დაფინანსება 25 ათასი ლარის ფარგლებში მოხდება.

19:40 / 01.03.2015
სობისური ვაშლის წვენი - პროფესიული განათლების მისაბაძი მაგალითი

01.03.2015 გორის რაიონის სოფელ ქვემო სობისში, ნატურალური წვენის დამამზადებელ მცირე საწარმოში, იმ შესაძლებლობებზე ისაბრეს, რომელსაც პროფესიული და არაფორმალური განათლება ახალგაზრდებს აძლევს. სეზონური საწარმო, სადაც 10-მდე ადგილობრივი ახალგაზრდაა დასაქმებული, სამაგალითოდ მიიჩნიეს. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც პროფესიულ განათლებას, არასრული ან სრული საშუალო განათლების მიღების შემდგომ, დაეუფლნენ.

18:37 / 01.03.2015
ქარელში ჩხუბის დროს დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა

28.02.2015 გუშინ 16 წლის მოზარდი, რომელიც ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს, ქარელში ჩხუბის დროს დაჭრეს, გარდაიცვალა. 16 წლის ნიკა კ. ქარელის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მას დანით მრავლობითი ჭრილობები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამით მიაყენეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი, თბილისში მცხოვრები 19 წლის ახალგაზრდა ინციდენტის ღამესვე დააკავა.

19:07 / 28.02.2015
აუდიტის შეფასებით ძველი უბნიდან ბიუჯეტმა მილიონამდე ლარი დაკარგა

27.02.2015 აუდიტის შეფასებით, ორ კომპანიას ბიუჯეტისთვის გადასახდელი  თანხა 744 300 ლარი აქვს, დამატებით 116 000 ლარი ბიუჯეტიდან უკანონოდ გაიწერა. ჯამში 860 300 ლარი, გორში, წერეთლის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოების დროს, ბიუჯეტიდან დაკარგულ თანხად ითვლება.  

00:25 / 28.02.2015
,,რატომ არ დააგეთ ასფალტი" - სახელმწიფო აუდიტი სადგურის დასახლების საკანალიზაციო სამუშაოებზე

27.02.2015 ,,მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულების ეკონომიით მიღებული თანხა 101 300 ლარი მიწის სამუშაოებით დაზიანებული გზების ასფალტირებისათვის. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაფერისი დასაბუთება, თუ რა გარემოება შეიძლება ჩაითვალოს მიღებული ზარალის საპირწონედ და რით აიხსნება მიმწოდებლის მიმართ, სავარაუდოდ, სუბიექტური დამოკიდებულება" - წერია სახელმწიფო აუდიტის მიერ შედგენილ ანგარიშში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლებში სადგურის დასახლებაში განხორციელებული საკანალიზაციო სამუშაოების, თანაც მილიონიანი პროექტის,  შესწავლის შედეგად მიიღო.

23:04 / 27.02.2015
დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში - რა საჭირო იყო ,,გადაუდებელი" და ,,გამარტივებული" ტენდერები

27.02.2015 ,, საბიუჯეტო თანხების ზედმეტად გადახდა რეალურად განხორციელდა თუ არა და რა რაოდენობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერაა შესასწავლი" - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტი, რომლის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა დაასრულეს.

22:05 / 27.02.2015
პრემიები უშტატოებს - ,,მძღოლი და დამლაგებელი იჩაგრებიან"

27.02.2015 ,,პრემიების დარიგების დროს უშტატო თანამშრომლები მეჩაგრებოდნენ. ამიტომ შემოვდივარ ინიციატივით, რომ პრემიების გაცემის წესი ხელშეკრულების აყვანილ პირებზეც ვრცელდებოდეს" - განაცხადა ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ ბიუროს სხდომაზე. პაპუნა კობერიძეს ოპონირება მისმა მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა (პარტია ,,ქართული ოცნება") გაუწია, რომელმაც ბიუროს წევრები დაარწმუნა იმაში, რომ პაპუნა კობერიძის ინიციატივა (,,ეროვნული ფორუმი") მიზანშეუწონელია.

14:13 / 27.02.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.