25.02.2015 ,,წყლის დეფიციტის გამო, ტირიფონის სისტემური სამმართველო 2015 წლის ივნისიდან ოჩერედობით წყლის მიწოდებაზე გადავა" - აღნიშნულია ტირიფონის სისტემური სამმართველოს უფროსის მამუკა ლომსაძის შედგენილ მოხსენებით ანგარიშში, რომელიც მან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს გაუგზავნა. საკრებულოს სხდომაზე ,,ოჩერედიანი" ანგარიში ცნობად მიიღეს. ამავე დოკუმენტში წერია, რომ სამუშაოები ,,კანაოკაპაწელების" მეშვეობით განხორციელდება.
25.02.2015 იუნკერების ხსოვნის საპატივსაცემოდ და საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის ადმინისტრაციული შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ცერემონიას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, გუბერნატორის მოადგილე დავით ჯოლბორდი და რაიონის გამგებლის მოადგილე გია წვერავა ესწრებოდნენ.
24.02.2015 ღამის 12 საათი სრულდებოდა, როდესაც ადმინისტრაციულ შენობაში დაუბრკოლებლად მხოლოდ ორი პიროვნება შევიდა. ეს ორი პიროვნება ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლები იყვნენ. რამდენიმე წუთში 112-ზე შეტყობინება ჩხუბის ფაქტზე შევიდა. პატრულის ორი ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიციის ერთი პიკაპი შენობის ჭიშკართან სიგნალებით მივიდა.
24.02.2015 პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დედულეთში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, რომელიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, დღეს საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი დაწესებულება აქ 1990 წლიდან არ ფუნქციონირებდა. მაშინ ღარიბაშვილი 8 წლის იყო. 25 წლის შემდეგ კი ეს საკითხი ლატვიის რესპუბლიკის ელჩის დახმარებით გადაწყდა.
24.02.2015 ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ი, რომელიც ხაშურში ხილის კონცენტრატის საწარმოს უკვე ამუშავებს, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ წარმოებაში დამატებით 2 მლნ ევრომდე ინვესტიციის განხორციელებას კახეთში, სიღნაღშიც გეგმავს. ამის შესახებ, დღეს, HIPP-ის აქციონერის, შტაფან ჰიპპისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
24.02.2015 პროექტის ,,ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ფარგლებში, დღეს, 15 საათზე, კასპის მესამე საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან, შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს. პროექტის ორგანიზატორია ორგანიზაცია ,,ადამიანი კანონი თავისუფლება“, რომლის წარმომადგენლები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდებთან პროექტის პრეზენტაცია მოახდენენ.
23.02.2015 წმინდაწყალზე მიწის ნაკვეთს, სადაც ამჟამად მინისტადიონია განთავსებული, პატრონი გამოუჩნდა. 2013 წლის შემოდგომიდან გამოჩენილი მოქალაქე გელა ტალახაძე ადგილობრივ მთავრობას ფართის გათავისუფლებას და სტადიონის დანგრევას სთხოვს. სასამართლო გორის მუნიციპალიტეტმა წააგო. აწ უკვე ყოფილი გამგებელი პაპუნა კობერიძე და იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილი, საკითხის შეუსწავლელად, მომჩივანთან მორიგებაზე წავიდნენ. გელა ტალახაძე მინისტადიონის დანგრევის სანაცვლოდ, სხვა მიწის ფართს ქალაქის ცენტრში ან კიდევ ფულად ანაზღაურებას 150 ათასი ლარის ფარგლებში ითხოვს.
23.02.2015 საკონკურსოდ წარდგენილი 40-ზე მეტი ნაშრომიდან, სპეციალურმა კომისიამ სამი შეარჩია. კონკურსში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა სალომე ბელქანიამ და თამარ მეჭურჭლიშვილმა, ასევე, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტმა ანა წურწუმია - ზურაბაშვილმა გაიმარჯვეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











