12.02.2015 საპატრულო პოლიცია და გორის მერია, ერთობლივი შეთანხმებით, ჭავჭავაძის გამზირზე (ბარათაშვილის ძეგლიდან ძველ ბაზრამდე) ორმხრივ მოძრაობას აკრძალავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცალმხრივი მოძრაობა, ბარათაშვილის ძეგლიდან გურამიშვილის კვეთამდე, გამოსაცდელი ვადით, 13 თებერვალს, 11 საათიდან 13 საათამდე გაგრძელდება.
12.02.2015 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტების პროექტი დაასრულა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული სრული მონაცემები ქალაქ გორის მერიას გადაეცა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
11.02.2015 კომპანიას, რომელმაც 2014 წელს სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაცია განახორციელა, გორის მერია სასამართლოში, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით, უჩივის. ამის შესახებ ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სამხატვრო სკოლის წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. დაახლოებით 110 ათასი ლარიდან მერია უკან 40 ათასი ლარის დაბრუნებას ითხოვს. კომპანია თანხის დაბრუნებას საკუთარი სურვილით არ აპირებს.
11.02.2015 გორში, მერიის სხდომათა დარბაზში ახალგაზრდული სათათბიროს საინციატივო ჯგუფის შეხვედრა ქალაქის მერთან ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილთან გაიმართა. მოტივირებული და აქტიური ათი ახალგაზრდა მერის წინაშე სიღრმისეულად და ნაყოფიერად წინასწარ შემუშავებული ორი ძირითადი პრობლემით წარსდგა. თავის მხრივ ზურაბ ჯირკველიშვილმა, შეხვედრის მიმდინარეობისას, ის საკითხებიც წამოჭრა, რომლის შესწავლა და დამუშავება ახალგაზრდული საბჭოს საინიციატივო ჯგუფის წევრების მეშვეობით სურს.
11.02.2015 გორის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ სოსო ვახტანგაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი გურამ მჭედლიძე, 2015 წლის 5 თებერვალს, სამხედრო გაწვევაზე არ გამოცხადდა. მერიის სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსის გელა შარვაშიძის ცნობით, გურამ მჭედლიძე ჯარში, ჯერ კიდევ, 2012 წლის შემოდგომით, შემდეგ კი 2014 წლის გაზაფხულზე გამოიძახეს. არც ერთ შემთხვევაში გადავადების მოსაკრებელი გადახდილი არაა.
11.02.2015 სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოსული მოხუცი ქალბატონი გორის ცენტრალურ ქუჩაზე გადასვლისას ცუდად გახდა და ასფალტზე დაეცა. ამის გამო საავტომობილო მოძრაობა ნახევარი საათით შეფერხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თავდაპირველი ვარაუდით, ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას.
10.02.2015 ბერბუკელები სოფლის გადარჩენას და ისტორიას ბერებს უკავშირებენ. სათვალთვალო კოშკის ზემოთ გამაგრებული მცველები, შემოსეული მტრების შემჩნევის შემდეგ, ქვემოთ სართულზე მყოფ ბერებს ჩასძახებდნენ: ,,ბერო, დაჰკარ ბუკსა"-ო. ბუკის ხმაზე კი მოსახლეობა გახიზვნას ასწრებდა, ან საბრძოლველად ემზადებოდა.
10.02.2015 მედიაციის ცენტრსა და გორის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებმა შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ბაზაზე მედიაციის კლინიკა გაიხსნება, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მედიაციის საფუძვლებსა და პრინციპეპბს. დაეუფლონ პრაქტიკულ უნარჩვევებს და მონაწილეობა მიიღონ სიმულაციებში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











