31.01.2015 ,,ვეტერანებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლა გვინდა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ესე გვითხრეს, თუ წახვალთ, ძებნას გამოვაცხადებთო. არა გვაქვს უფლება უკრაინელებს დავეხმაროთ? ისინი ხომ ჩვენს გვერდით აფხაზეთშიც იბრძოდნენ" - უთხრეს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს, დღეს, გორში გამართულ შეხვედრაზე.
30.01.2015 ,,გაფრთხილებთ, რომ თქვენი მხრიდან აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნილებებისადმი დაუმორჩილებლობა, თავის არიდება ან აღსრულების პროცესისთვის რაიმე სახის ხელშეშლის მცდელობა, ვერ შეაფერხებს იძულებით აღსრულებას და შესაძლებელია მსგავსი სახის ხელშეშლისთვის დაგეკისროთ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა" - ასე სრულდება იმ წერილის შინაარსი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა არჩილ მანჩხაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღეს, 30 იანვარს, გამოუგზავნა.
30.01.2015 მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მოსახლეობის შეხვედრა გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ბრეძაში
30.01.2015 ,,ამის შემდეგ კომისიის წევრები მეორე მხარეს, მამა გრიგოლს და მის მომხრეებს შეხვდებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას საპატრიარქო მიიღებს. თუ ხალხი იქნება დასასჯელი, ხალხი დაისჯება, თუ მამა გრიგოლია დასასჯელი, მამა გრიგოლი დაისჯება. აქამდე ჩვენს სოფელს იცნობდნენ, როგორც იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელს, ახლა იცნობენ ისე, თითქოს აქ სასულიერო პირს დევნიან. ეს ასე არ არის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს ამბავი" - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზვიად დავითიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
29.01.2015 ორი დღის წინ, 27 იანვარს, მოსამართლე შალვა კაკაურიძის წინაშე გიორგი გოგშელიძე და ნუგზარ სხირელი
29.01.2015 ,,თუ მაგდენი მიწა არ გაქვს, 640 ლარი როგორ აიღე პირველ წელს? დააბრუნე ის თანხა?" - უთხრა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ადგილობრივ მცხოვრებს იმ პრეტენზიის პასუხად, რომლის მიხედვით, მეორე და წლევანდელ მესამე წელს, უფასო მოხვნის ბარათები, არ ერგო. ადგილობრივი მცხოვრების თქმით, რეალურად, მას ერთი ჰექტრამდე მიწა არ აქვს. უფასო ხვნის პროგრამაში კი ის მცირე ფერმერები ხვდებიან, რომლებიც 1.25 ჰა-მდე ფართობებს ფლობენ.
29.01.2015 პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, გორში, სამი მოქალაქე სასამართლომ 300-300 ლარით დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, პოლიციელმა მძღოლს ალკოტესტზე შემოწმება მოსთხოვა. მძღოლმა კი ჩაბერვის ნაცვლად, ,,ჩააფურთხა".
28.01.2015 თვითმმართველი ქალაქის - გორის მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბების შემდეგ მგზავრთა რეგულარული გადაყვანის და მასზე ნებართვების გაცემის უფლება მერიას მიენიჭა. ამის შესახებ ქალაქის თვითმმართველობამ დადგენილების პროექტი უკვე მოამზადა. პროექტის მიხედვით, საქალაქო რეგულარული გადაყვანა მხოლოდ ნებართვის საფუძველზე განხორციელდება - რეგისტირებულ იურიდიულ, ფიზიკურ პირთა ან კიდევ ინდმეწარმეების მიერ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











