,,მე არ მიჩივლია შვილისთვის" - კასპში დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
გორის მე-11 სკოლის მშენებლობის ვადა მეექვსედ ამოიწურა
გორის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ენმ-ის წევრს 10 000 ლარს ედავება
გომი-ხაშურის გზაზე ტრაილერი გადავარდა
„დღე არ გავა, რომ ამ ადგილზე ვინმე არ წაიქცეს" - სახიფათო ტროტუარი
,,მეუფე იობმა აქ იმიტომ შემომიყვანა, რომ აბორტებისგან მეხსნა ქვეყანა'' - ქარელში ყოფილ სამშობიაროში დედათა მონასტერი გაიხსნა
კარალეთში ბაჩოს დასახმარებლად საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება
10 წლის ბაჩო, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მოედანს დაუბრუნდა
გორში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ავარია ავტობანზე, რუისის მონაკვეთზე
,,ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის შშმ პირი'' - საპატრულო პოლიციას 10 000 ლარი დააკისრეს დისკრიმინაციისთვის
ქარელში ყოფილ სამშობიარო სახლში დედათა მონასტერი გაიხსნა
მძღოლს პატრულის წინააღმდეგობისთვის 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს
სოფელ ალში საცხოვრებელ სახლს კედელი ჩამოენგრა
,,სქროლვა სქრინვის სამართველოს" ოქმი გორში
ავარია შავშვებთან
ნალექის შედეგად გორში მოქალაქეს მანქანა დაეტბორა
რედაქტორის რჩევით
კალენდარი
დღის სიახლეები

26.01.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე 33 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ ,,სოკარი ჯორჯია - ქართლის" გორის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერუაშვილმა გორის მუნიციპალიტეტს წერილობით 22 იანვარს აცნობა. მოხსენებით ბარათზე დართულ სიაში ისიც წერია, რომ გაზი 33 სოფლიდან, მხოლოდ, 7 სოფელშია ჩართულია.

01:32 / 27.01.2015

გორის რაიონის სოფელ ატენში, ე.წ. ხუნგალის ტერიტორიაზე, ტრადიციისამებრ, ოჯახში ახლადმიყვანილი რძლები და, ასევე, ქალიშვილები მოსალოცად მიჰყავთ. იმ ადგილას, სადაც ქალიშვილები და რძლები სიწმინდეს პატივს სცემენ, ეკლესია იყო აშენებული. ამჟამად, იქ, მხოლოდ ქვების გროვებია. ტრადიცია ხალხურ გადმოცემას უკავშირდება, რომლის მიხედვით, სხვადასხვა ოჯახში გაზრდილ და-ძმას ერთმანეთი შეუყვარდებათ. მალულად ჯვარს ხუნგალის ეკლესიაში დაიწერენ. ჯვრისწერის დროს ეკლესია დაინგრევა, ხოლო და-ძმა დაიღუპება.

23:08 / 26.01.2015

26.01.2015 გორში მცხოვრები, ომის ვეტერანი იოსებ ხერხეულიძე დილიდან ადმინისტრაციული შენობის წინ შიმშილობის აქციას ატარებს. მას გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ნინო წეწვაძე შეხვდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოშიმშილესა და ადმინისტრაციის უფროსის საუბარი ჩაიწერა.

22:19 / 26.01.2015

26.01.2015 შიდა ქართლის ,,ტრაქტორისტები" საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადყოფნაში არიან. ამის შესახებ  სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ლომსაძის მიერ საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.  შეხვედრას შპს ,,მექანიზატორის" ხელმძღვანელიც ესწრებოდა. აქვე მცირე კონტრაქტორი ფირმების წარმომადგენლებიც იყვნენ. მცირე კონტრაქტორებს სხვადასხვა სოფლებში კერძო ტრაქტორისტებისგან შემდგარი ჯგუფები წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ შპს ,,მექანიზატორს" დამხმარედ ჰყავს დაქირავებული.

16:18 / 26.01.2015

24.01.2015 გორის სასამართლოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს აქციას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდნენ. სასამართლოებმა ამპანიისთვის 3 მთავარი გზავნილი შეარჩია: • იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით
• გამოიჩინე სიფრთხილე • C ჰეპატიტი დაძლევადია.  

22:46 / 24.01.2015

24.01.2015 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ლოთუაშვილმა და მისმა თანამშრომლებმა ხაშურის რაიონის სოფელ ბიჯნისში მცხოვრებ არსენ მეტრეველის რვაშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს. შემდეგ კი გორში, სადგურის დასახლებაში, თენგიზ ჭოჭელის ასევე სოციალურად დაუცველ, ოთხშვილიან ოჯახს ეწვივნენ, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტკბილეული და საკვები პროდუქტები მიუტანეს.

21:46 / 24.01.2015

24.01.2015 დღეს ოთინაშვილების ოჯახს, იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესაბამისი დოკუმენტაცია გაუფორმეს. ამის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ვერხვების დასახლების წრმუნებულთან იოსებ ობოლაშვილთან ერთად, ქალაქ გორში ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მივიდნენ. 

20:18 / 24.01.2015

23.01.2015 კასპის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში, რაიონის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად, სპეციალისტები დაინიშნა, ხოლო დანარჩენ 6 თემში მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა საჭირო აღარ გახდა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, კასპის მუნციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ 100 მოხელიდან 35 ჩაიჭრა. ტერიტორიული ორგანოში გამგებლის 17 წარმომადგენლიდან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 6-მა შეძლო. 

17:31 / 23.01.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.