22.01.2015 კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში ნაშთის სახით 1 მლნ 300 ათასი ლარი დარჩა. ამ საკითხმა საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია. საკრებულოს წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ გამგეობამ არაეფექტურად იმუშავა. გამგებელი და საფინანსო სამსახურის უფროსი ჭარბ შემოსავალზე, ეკონომიაზე და დაზოგილ პრემიებზე აკეთებენ აქცენტს. ,,პირველად კასპის ისტორიაში, ფინანსთა სამინისტრომ კასპი გადახდისუნარიანად აღიარა" - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
22.01.2015 კერძო პირი მამუკა ბაინდურაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, დაუმთავრებელი ,,ნავთობბაზის" ტერიტორიაზე არსებულ, მიწის ფართობის იჯარით გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ იგი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის რაიონის სოფელ უფლისციხის მახლობლად, ცარიელი ფართის ჩვენების დროს ესაუბრა. მამუკა ბაინდურაშვილმა ბიზნეს-გეგმის მაკეტიც წარმოადგინა. ის ტურისტებისთვის კემპინგის ტიპის გასაჩერებელ და დასასვენებელი ობიექტის აშენებას აპირებს.
22.01.2015 კოტეჯურ დასახლებებში მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, სანიტარული კვანძების გაუმჯობესების, წყალმომარაგებისა და დრენაჟის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. 5 სოფელში მოხდა გაზიფიცირება, დამატებით, 9 კოტეჯურ დასახლებაში - დამატებით წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, 5 კოტეჯურ დასახლებაში კი გაიწმინდა სანიაღვრე სისტემები და მოეწყო სადრენაჟე არხები. პროექტების განხორციელების შედეგად 3 446 ოჯახის 10 338 იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 22 მლნ 976 000 ლარი შეადგინა.
პატარა სოფელში, სადაც ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობენ, სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მეგზურობას გელა ზოზიაშვილი უწევდა. ის ტერიტორიული მთლიანის აღდგენის საკითხებზე საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის მიწვეული სპეციალისტია. ,,ბატონო უჩა, მინდა ყველაფერი დეტალურად გითხრათ" - ზარდიანთკარის ვიწრო და გადათხრილ ქუჩებზე სიარულისას ზოზიაშვილის და სახალხო დამცველის საუბარს გულისყურით ვისმენდი. ვცდილობდით თითოეული დეტალი მხედველობიდან არ გამოგვპარვოდა. მან ის ადგილიც გვაჩვენა, სადაც წყლის სულ ახალი რეზერვუარია აშენებული. მის ასაშენებლად ვლადიკავკაზში წასულ ოსი ეროვნების ოჯახს მიწა სოფლის საერთო სარგებლობისთვის დაუთმია.
21.01.2015 გორის მერიამ საფეხბურთო კლუბის, ,,დილას" სუბსიდიების გაზრდის და ხარჯების მილიონ 300 ათას ლარამდე განსაზღვრის შესახებ, ქალაქის საკრებულოს წინადადებით მიმართა. აღნიშნულმა საკითხმა კითხვები ჯერ კომისიების სხდომაზე გააჩინა, ხოლო შემდეგ დისკუსია ბიუროს სხდომაზე გაგრძელდა. საკრებულოს წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე კლუბის დაფინანსება 2 მლნ ლარამდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეუძლებელი იქნება. როგორც ბიუროზე გაირკვა, ,,დილას" ხელმძღვანელს 1 მლნ 300 ათასი ლარი, წლის განმავლობაში, არასაკმარისად მიაჩნია.
2015 წლის 21 იანვარს, გორის თეატრის ეზოში, იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურნენ. სოფელ ყარაფილაში 20 იანვარს მომხდარი აფეთქება საზოგადოების გამოწვევად მიიღეს. გორის თეატრის ეზოში შეკრებილებმა გარდაცვლილის ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომხდარ ფაქტს ხელისუფლება დროულად და ობიექტურად გამოიძიებს.
20.01.2015 დღეს, შუადღეს, იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე დამონტაჟებული ნაღმის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ცნობით, აფეთქების ხმა სამჯერ გაისმა. იური ვაზაგაშვილი ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე იმყოფებოდა, რომელიც 2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ,,დინამოს" კორტებთან სპეცრაზმელებმა მოკლეს. შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი ყვავილებს ცვლიდა ხოლმე.
20.01.2015 დღეს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში პედაგოგებმა: თეა ნონიკაშვილმა და მერი კაკაშვილმა მუშაობა განაახლეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თეა ნონიკაშვილმა განუცხადა. სკოლის დირექციამ მოსამართლის გადაწყვეტილება აღასრულა და 2014 წლის 10 სექტემბერს ყოფილი დირექტორის მიერ გათავისუფლებული პედაგოგები სამსახურში დააბრუნა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











