06.02.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებულ კონკურსის გასაუბრების ეტაპზე, ,,რესპუბლიკური პარტიის" წევრებს, - ,,საუბრები" - დაუწუნეს. ,,ფაქტია, რომ ჩვენი პარტიის წევრებს კონკურსში ხელახლა უწევთ მონაწილეობის მიღება, ამით, ყველაფერია ნათქვამი" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხათუნა თათანაშვილმა, რომელიც საკრებულოში ,,ფრაქცია ,,რესპუბლიკელები - ქართული ოცნება"-ს ხელმძღვანელია.
06.02.2015 შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ლოთუაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. პრესსამსახურის თქმით, ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გენგაშვილი უწყებაში რჩება.
06.02.2015 უზენაესმა სასამართლომ ექვსი რწმუნებულის გათავისუფლების ფაქტი უკანონოდ მიიჩნია, ხოლო მათთვის, კომპენსაციის სახით, 18 ათასი ლარის ოდენობით ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის, დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ყოფილი მოსამართლის და, ამჟამად, მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, ანაზღაურებელ თანხას ამ შემთხვევაში საკუთარი ხელფასიდან შეავსებს.
06.02.2015 ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას და ამბულატორიის მშენებლობას ითხოვენ. ამის თაობაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. კამათი, რიტუალების სახლის დაუმთავრებელ შენობის შესახებაც, გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ სოფლის პროგრამით გათვალისწინებულ მცირე თანხებით, მასშტაბური მშენებლობის დაწყების გადაწყვეტილება, თავის დროზე, ადგილობრივებს არ უნდა მიეღოთ.
06.02.2015 ის მოვაჭრეები, რომლებიც გასულ წელს, ძველი ბაზრის ტერიტორიიდან, სხვადასხვა კომერციულ ადგილებზე გადაანაწილეს, დღეს გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდნენ. ისინი ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვას, ანდა ძველი ბაზრის ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ. მოთხოვნის საფუძვლად მოვაჭრეებმა უნებართვო გარევაჭრობის ფაქტები დაასახელეს. გორის მერის განცხადებით, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულ და თანაც უნებართვო გარემოვაჭრეებს გაფრთხილების წერილები მერიიდან უკვე დაეგზავნათ, ხოლო კერძო კომპანიის, ,,ისრაელი-საქართველოს პროექტების მართვის" საკუთრებაში არსებულ ტერიტორიიდან მოვაჭრეების აყრა - მერიის კომპეტენციას სცილდებაო.
05.02.2015 სოფელი ვაკე კასპიდან 14 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. შერეული, ქართულ-ოსური დასახლების ისტორია სულ რაღაც 50-60 წელს მოიცავს. ხარულის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე ლეხურას ნაპირზე მდებარე სოფელში ბოლო მონაცემებით 40-მდე კომლია რეგისტრირებული. აქაური ბავშვები ქვემო ჭალის სკოლაში დადიან.
05.02.2015 ჟურნალისტებისა და მინისტრების პრესსამსახურების ,,ურთიერთობა" სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის დროს.
05.02.2015 რუსი სამხედროების მიერ სამი წლის ჯარიაშენელებისთვის მიცემული გაფრთხილება იმის შესახებ, რომ არ განეხორციელებინათ მიწების დამუშავება, წელს მავთულხლართების გაბმით დასრულდა. ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით 2015 წლის 4 თებერვალს გახდა ცნობილი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











