16.02.2015 ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის მონაცემებს, რომლის მიხედვით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 24 მოთხოვნიდან, მხოლოდ, 13-ს გასცა პასუხი და 11 უპასუხოდ დატოვა, გამგეობის ადმინისტრაცია არ ეთანხმება. ადმინისტრაციის უფროსის ნინო ჯინიყაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას ყველა წერილზე პასუხი გაეცა.
16.02.2015 კომპანია SOCAR Georgia Gas-ის წარმომადგენლობა აბონენტებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის რეორგანიზაციისა და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის გამო, გადასახადის გადახდას ნებისმიერი ბანკის სერვისცენტრებში ურჩევს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
14.02.2015 ,,ახლა ხომ გადავრჩებით", - ასე ამბობდა პატარა ბიჭუნა, როცა გზისპირს მიუყვებოდა, ან ცარიელ მინდორში დაეხეტებოდა, თუმცა საჭმელი, რომელსაც ის მისჩერებოდა, მხოლოდ მოლანდება იყო. 1933 წელი იყო და იოსებ სტალინი განგებ აშიმშილებდა საბჭოთა უკრაინას. პატარა ბიჭი მოკვდა, ისევე, როგორც სამ მილიონზე მეტი სხვა ადამიანი" - ასე იწყება იმ წიგნის შესავალი, რომლის პრეტენტაცია სტალინის სახლმუზეუმში დღეს, 14 თებერვალს გაიმართა, ხოლო შეხვედრის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დიდი ბელადის ,,სამუშაო კაბინეტი" დატოვა.
13.02.2015 მომღერალმა ქეთი მელუამ, გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად, 12 თებერვალს, ექსპერიმენტალური რეპეტიცია ჩაატარა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალთა კამერული გუნდის ქორმაისტერმა თეონა ცირამუამ განუცხადა. მისი თქმით, რეპეტიციამ წარმატებით ჩაიარა, ხოლო იმის თაობაზე, თუ რა გეგმები აქვს მომავალში გუნდს ქეთი მელუასთან ერთად, თეონა ცირამუა, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.
13.02.2015 საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, გასულ წელს, ყველაზე რეიტინგული ,,თვითმმართველი" უწყება შიდა ქართლში გორის საკრებულო აღმოჩნდა. ყველაზე არაანგარიშვალდებული კი, კასპისა და ქარელის გამგეობები. ამის შესახებ ,,ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ 2015 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
2015 წლის 14 თებერვალს, 15:00 საათზე სტალინის მუზეუმში არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამი” ტიმოთი სნაიდერის წიგნის: “სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის” თარგმანის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აცნობეს.
13.02.2015 სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელობით გორში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც გორის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს შექმნას უყრის საფუძველს და მის ჩამოსაყალიბებლად ემზადება. ათწევრიანი ჯგუფი სამოტივაციო ესეებით და გასაუბრებით შეიქმნა და შემადგენლობაში არიან სტუდენტები: ლექსო კაპანაძე, დავით ყაზარიშვილი, ანა კლდიაშვილი, ანი სამხარაძე, გიორგი ოგანესიანი, ეკა ადუაშვილი, თეო გიორგაშვილი, შმაგი ბერუაშვილი და გიორგი ლომსაძე. პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ, ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის სტუდენტების შერჩევასა და მომზადებას გულისხმობს.
12.02.2015 „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით, შიდა ქართლის 74 ათასზე მეტი ბენეფიციარი დახმარებას მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 49 695 ფერმერი. ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე გუბერნიის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











