,,მე არ მიჩივლია შვილისთვის" - კასპში დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
გორის მე-11 სკოლის მშენებლობის ვადა მეექვსედ ამოიწურა
გორის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ენმ-ის წევრს 10 000 ლარს ედავება
გომი-ხაშურის გზაზე ტრაილერი გადავარდა
„დღე არ გავა, რომ ამ ადგილზე ვინმე არ წაიქცეს" - სახიფათო ტროტუარი
,,მეუფე იობმა აქ იმიტომ შემომიყვანა, რომ აბორტებისგან მეხსნა ქვეყანა'' - ქარელში ყოფილ სამშობიაროში დედათა მონასტერი გაიხსნა
კარალეთში ბაჩოს დასახმარებლად საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება
10 წლის ბაჩო, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მოედანს დაუბრუნდა
გორში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ავარია ავტობანზე, რუისის მონაკვეთზე
,,ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის შშმ პირი'' - საპატრულო პოლიციას 10 000 ლარი დააკისრეს დისკრიმინაციისთვის
ქარელში ყოფილ სამშობიარო სახლში დედათა მონასტერი გაიხსნა
მძღოლს პატრულის წინააღმდეგობისთვის 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს
სოფელ ალში საცხოვრებელ სახლს კედელი ჩამოენგრა
,,სქროლვა სქრინვის სამართველოს" ოქმი გორში
ავარია შავშვებთან
ნალექის შედეგად გორში მოქალაქეს მანქანა დაეტბორა
რედაქტორის რჩევით
კალენდარი
დღის სიახლეები

27.02.2015 აუდიტის შეფასებით, ორ კომპანიას ბიუჯეტისთვის გადასახდელი  თანხა 744 300 ლარი აქვს, დამატებით 116 000 ლარი ბიუჯეტიდან უკანონოდ გაიწერა. ჯამში 860 300 ლარი, გორში, წერეთლის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოების დროს, ბიუჯეტიდან დაკარგულ თანხად ითვლება.  

02:26 / 28.02.2015

27.02.2015 ,,მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულების ეკონომიით მიღებული თანხა 101 300 ლარი მიწის სამუშაოებით დაზიანებული გზების ასფალტირებისათვის. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაფერისი დასაბუთება, თუ რა გარემოება შეიძლება ჩაითვალოს მიღებული ზარალის საპირწონედ და რით აიხსნება მიმწოდებლის მიმართ, სავარაუდოდ, სუბიექტური დამოკიდებულება" - წერია სახელმწიფო აუდიტის მიერ შედგენილ ანგარიშში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლებში სადგურის დასახლებაში განხორციელებული საკანალიზაციო სამუშაოების, თანაც მილიონიანი პროექტის,  შესწავლის შედეგად მიიღო.

00:00 / 28.02.2015

27.02.2015 ,, საბიუჯეტო თანხების ზედმეტად გადახდა რეალურად განხორციელდა თუ არა და რა რაოდენობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერაა შესასწავლი" - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტი, რომლის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა დაასრულეს.

22:52 / 27.02.2015

27.02.2015 ,,პრემიების დარიგების დროს უშტატო თანამშრომლები მეჩაგრებოდნენ. ამიტომ შემოვდივარ ინიციატივით, რომ პრემიების გაცემის წესი ხელშეკრულების აყვანილ პირებზეც ვრცელდებოდეს" - განაცხადა ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ ბიუროს სხდომაზე. პაპუნა კობერიძეს ოპონირება მისმა მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა (პარტია ,,ქართული ოცნება") გაუწია, რომელმაც ბიუროს წევრები დაარწმუნა იმაში, რომ პაპუნა კობერიძის ინიციატივა (,,ეროვნული ფორუმი") მიზანშეუწონელია.

14:59 / 27.02.2015

26.02.2015 აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ანგარიშის საფუძველზე შიდა ქართლის პროკურატურამ მასალები გორის მუნიციპალიტეტიდან გაითხოვა. ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს, ,,2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში" ეწოდება. პროკურატურამ აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე მოსამართლეს გამოძიების დაწყების უფლება მოსთხოვა, რაც დაკმაყოფილდა. საგამოძიებო უწყებამ  2010-2011 წლის მასალებიც გაითხოვა.

02:39 / 27.02.2015

25.02.2015 ,,რაც თქვენ იცით, ის ვიცი მე. თუმცა, სიმართლეს შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ" - გვითხრა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა იმ ინციდენტის შესახებ, რომელსაც 2015 წლის 23 თებერვალს, ღამის 12 საათზე ადმინისტრაციულ შენობაში ჰქონდა ადგილი. საპატრულო ეკიპაჟების მისვლისას შუქი, მხოლოდ,  გუბერნატორის და რაიონის გამგებლის კაბინეტებში ენთო. გუბერნატორი და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, რეგიონის პროკურორი, 24 თებერვალს სოფელ დიცში  პრემიერის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, დეტალებს აჯამებდნენ. სწორედ ამ დროს, რეგიონის პირველ პირებს აცნობეს, რომ ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ქალაქ გორის საკრებულოს წევრს სოსო ფალელაშვილს დაარტყეს.

 

 

 

03:09 / 26.02.2015

25.02.2015 ორგანიზაცია ,,ადამიანი კანონი თავისუფლებას" აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე პროექტის "ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის XI-XII კლასის მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს შეხვდა და პროექტის პრეზენტაცია გამართა. დღესვე მოსწავლეებს ტესტირების ნიმუშები დაურიგდა და გაცემული პასუხების მიხედვით მათი შერჩევა მოხდება.

00:20 / 26.02.2015

25.02.2015 ერთ კვირაში კომერციული ბანკები, დოლარში აღებული სესხების ვადიანობის გაგრძელების ან სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციის შესახებ, კლიენტებს შეღავათებს შესთავაზებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეღავათები იმ კერძო პირებს შეეხება, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, ხოლო შემოსავლები - ლარებში.

19:09 / 25.02.2015
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.