2015 წლის 19 იანვარს, გვიან საღამოს, გორში, გაზგასამართ სადგურზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შუახნის მამაკაცმა, რომელიც ოპელის მარკის ავტომანქანას მართავდა, გარკვეული ხარისხის დამწვრობა მიიღო. ის დაუყოვნებლივ ,,გორმედის" საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
18.01.2015 კასპის რაიონის სოფელ თელიანის წარმომადგენელი საკრებულოში ვახტანგ ბეჟიტაშვილი იმ მრავალწლოვანი ხის მოჭრას აპროტესტებს, რომელიც სოფლის ყოფილი სკოლის ეზოში იდგა. ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შემთხვევის ადგილზე მცირე აქცია გამართეს და გარემოს დამცველები გამოიძახეს.
17.01.2015 დღეს ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი, გორში, თანაპარტიელი ზურაბ როსებაშვილი მოინახულეს, რომელსაც 2015 წლის 14 იანვარს რესტორან ,,ნაჭარმაგევში" ფიზიკურად გაუსწორდნენ. პარტიის პრესსამსახურის განცხადებით, თავდამსხმელები ყოფილი ნაცმოძრაობის, ახლა უკვე „ქართულ ოცნებაში“ პორტირებული ზონდერების ჯგუფი გახდა. ვიდეოფირზე მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები, აშკარად, ისმის და იკვეთება პოლიტიკური მოტივი.
16.01.2015 გორის რაიონული სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის ყოფილი უფროსის გელა ტალახაძის სარჩელი დააკმაყოფილა და გამგეობას (შემდგომში მის სამართალმემკვიდრეს, გორის მერიას) ყოფილი პროკურატურის ეზოში აშენებული სტადიონის დანგრევა დაავალა. გარდა ამისა, სტადიონის დანგრევამდე, სასამართლომ ადგილობრივ ხელისუფლებას გელა ტალახაძის სასარგებლოდ, ყოველთვიურად, 400 ლარამდე ქირის გადახდა დაავალა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ 2014 წლის 18 ივნისს მიიღო. პროცესზე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი რევაზ გოგიაშვილი არ გამოცხადდა. სწორედ, იურისტის გამოუცხადებლობა ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
16.01.2015 ქალაქ გორის მერიასა და საკრებულოში საჯარო მოხელის ოცი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად მორიგი კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, ახალ შტატებში ფრაქციებისთვის თითო სპეციალისტის დამატება შედის.
15.01.2015 ძველით ახალი წლის აღსანიშნავად რესტორან ,,ნაჭარმაგევში" გორის საკრებულოს წევრების მიერ გამართული სუფრა ჩხუბით დასრულდა. ამის ამსახველი ვიდეო მასალა ადგილობრივმა ტელევიზიამ, თრიალეთმა გაავრცელა. ვიდეოში ,,ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელი ზურაბ როსებაშვილი ჩანს. ვიდეო-კადრების მიხედვით, ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ზურაბ როსებაშვილს იცავს.
15.01.2015 ,,დაახლოებით 8 პოლიციელი იყო, დილის საათებში მოვიდნენ, სახლი უნდა შევამოწმოთო. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია. მაჩვენეს რაღაც ნივთიერებები და წამიყვანეს ხიდისთავის განყოფილებაში. ჩემი სამი შვილიც წამოუყვანიათ, მე სამმართველოში ვნახე ისინი. ერთ-ერთმა მითხრა, თუ არ აღიარებ, რომ ეს შენი ნივთებია, მაშინ ამ შენ შვილებს დავიჭერო. მოვიქეცი ისე, როგორც მამა... მომიტანეთ ფურცელი, მიკარნახეთ და როგორც გინდათ, ისე დავწერ-მეთქი" - ეს ამბავი 6 შვილის მამას, 40 წლამდე ასაკის ხვიჩა სირანაშვილს 2015 წლის 10 იანვარს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის შს განყოფილებაში შეემთხვა.
14.01.2015 ძველით ახალ წელს, ძირითადად, სოფლებში აღნიშნავენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











