2014 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან სტეფან ჰაიკენთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში 113 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გასაღები გადასცეს.
23.12.2014 40 წლამდე ასაკის მამაკაცს (გვარად ვარძელაშვილი) სასწრაფოს ექიმის ცემის ფაქტზე ჯარიმა ან საზოგადოებისთვისთვის სასარგებლო შრომა ემუქრება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ინციდენტი 22 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ახალდაბში მოხდა.
22.12.2014 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა მიმდინარე წლის ანგარიშის წარდგენისას იმ მნიშვნელოვან საქმეებზეც ისაუბრა, რომლის განხილვა სასამართლოს ყველა ინსტანციაში განხორციელდა. ამ მხრივ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემული პირის და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული სპეციალისტის საქმეები გამოირჩევა.
2014 წლის 28 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ერგნეთში საახალწლო ზეიმი და ბაზრობა გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაცია ,,მომავლის ცხინვალის" კოორდინატორმა, ერგნეთის მკვიდრმა ლია ჩლაჩიძემ აცნობა. ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება და კავშირს ,,მომავლის ცხინვალს" მარინა მეშვილდიშვილი ხელმძღვანელობს.
22.12.2014 გორში საახალწლო ფოიერვერკებისა და შაშხანების გაუფრთხილებლად გამოყენების ფაქტზე გამოძახებები გახშირდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გორის ცენტრში მოხდა. სახანძრო სამსახურის ბრიგადის მისვლამდე ოჯახის წევრებმა ცეცხლის ჩაქრობა თავადვე მოახერხეს.
22.12.2014 გორში, ცხინვალის გზატკეცილის #14-ში მდებარე საავადმყოფოს ყოფილი შენობის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ნანგრევების საძირკველთან წყლის დაგუბების პროცესი მიმდონარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. ამის გამო ნგრევის მასშტაბები შესაძლოა გაიზარდოს.
19.12.2014 დღეს, 19 დეკემბერს გორის რაიონის საკრებულოს კომისიის სხდომაზე გამგებლის დავით ონიაშვილის წინადადება, გამგეობის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე, დაიწუნეს. ,,საკრებულოს სხდომაზე განსახვილველად საკითხის გატანის ფაქტობრივი, სამართლებრივი და ზნეობრივი საფუძვლები არ არსებობს" - ეწერა კომისიის იმ დასკვნაში, რომელიც გამგებელს კომისიის სხდომის დაწყებამდე გაუგზავნეს. დავით ონიაშვილმა კომისიის წევრები, პირველი და მეორე მოადგილეებისთვის ხელფასების დაახლოებით 80% -იანი ზრდის აუცილებლობაში, პირადად შეხვედრის დროსაც ვერ დაარწმუნა., გამონაკლისის გარდა.
18.12.2014 გორის მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძე დარწმუნებულია, რომ მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის დაფინანსება შემცირდება. ამ დასკვნამდე ის მას შემდეგ მივიდა, როდესაც თავშესაფრის ხელმძღვანელს თამარ აფციაურს შეხვდა და ადგილზე მდგომარეობაც შეისწავლა. ჯერ კიდევ მოქმედი ბიუჯეტით თავშესაფრის დაფინანსება წლიურად 100 ათასი ლარია.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











