10.12.2014 სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში, რომელიც 9 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა, ადგილობრივ მოსახლეობას, სოფლიდან გაუსვლელად, საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება ექნება. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ ქალაქში წასვლა აღარ მოუწევთ.
10.12.2014 სოფელ ზერტის გადასახვევთან, დღეს, 10 დეკემბერს მომხდარი ავარიის გამო, ორი პიროვნება საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გულმკერდის არეში, ხოლო მისი მგზავრი ფეხის არეში ტკივილებს გრძნობდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო მანქანები მოსახვევთან შეეჯახნენ.
09.12.2014 კომპანია ,,საქორგაზი", რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ხელმძღვანელობს, თითქმის 8 თვეა, კასპის სოფლებში, დაკისრებულ ვალდებულებების შესრულებას არ ახორციელებს. 2014 წლის ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით კომპანიას სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მილები საკუთრებაში ერთ ლარად გადაეცა. სანაცვლოდ კი 1037 აბონენტისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სამუშაოები უნდა დაეწყო. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეს ამბავი 2014 წლის დეკემბერში შემთხვევით გაიგეს, რადგან ასეთი სამუშაოები საერთოდ არ მიმდინარეობს რაიონში.
09.12.2014 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების გორის სააგენტოში თეორიული გამოცდის ჩაბარების მსურველთა ნაკადი არ წყდება. ხალხმრავლობის მიზეზი კი 15 დეკემბრიდან ახალი 3D ბილეთების შემოღებაა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბილეთების შინაარსის არგართულებასთან დაკავშირებით, განცხადება არაერთხელ გააკეთა, მოქალაქეები გამოცდების ჩაბარებას მაინც ჩქარობენ.
09.12.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში სკვერების მშენებლობას კერძო პირები ახორციელებენ. სინამდვილეში კი, 2014 წლის 1 მარტის კრების მიხედვით, სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს. ამის შესახებ დავა საკრებულოს დეკემბრის სხდომაზე ჰქონდათ.
საინფორმაციო ცენტრების ქსელი რეგიონების მიხედვით აგრძელებს ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას, ლაბორატორიული კვლევის შედეგად რეგიონის რომელ სოფლებში აღმოჩნდა სასმელი წყალი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული. ამის შესახებ ინფორმაციაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
08.12.2014 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაცია აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მუდმივად კომპანია ,,ვერელი +" იმარჯვებს, რომლის ხელმძღვანელი როინ მიხანაშვილი გორის მერის მოყვარეა, ხოლო როინ მიხანაშვილის შვილი შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსია. შპს ,,ვერელი +"-ს მოგებული აქვს ტენდერები იმ პერიოდშიც, როდესაც ხელისუფლებაში ,,ნაციონალური მოძრაობა" იყო. მაგალითად, 2011 წლის აგვისტოში შპს ,,ვერელი +"-მა მოიგო გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 2 მლნ 337 ლარიანი ტენდერი. ამ ტენდერში როინ მიხანაშვილმა მაშინდელი გუბერნატორის მოადგილის სიმამრის კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" დაამარცხა.
08.12.2014 გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სამი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს უკვე წარუდგინა. მართალია ანგარიში ცნობად მიიღეს და საკრებულოს სხდომაზე კითხვების გარეშე დაამტკიცეს, მაგრამ ბიუროს სხდომაზე მის შესახებ შემოსავლის ნაწილში ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა ზურაბ როსებაშვილმა პრეტენზიები მაინც გამოთქვა. ოპოზიციის წევრი დაინტერესდა, თუ რატომ შემცირდა კერძო პირების შემოსავლებიდან გადასახადები. როსებაშვილს ეჭვი აქვს, რომ მოქალაქეებს შემოსავლები შეუმცირდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











