16.12.2014 დღეს გორში პროექტის ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართეს. შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ რუსიშვილმა საზოგადოებას 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო. გუბერნატორთან ერთად, 2-წლიანი საქმიანობის შედეგები სამინისტროების პირველმა პირებმაც შეაჯამეს. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. სოზარ სუბარმა შიდა ქართლის გუბერნატორს აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა
16.12.2014 შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი პროექტის ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. გუბერნატორი საზოგადოებას იმ პროექტებს გააცნობს, რომლებიც რეგიონში მისი გუბერნატორობის პერიოდში განხორციელდა.
შეხვედრას მთავრობის წევრებიც დაესწრებიან, რომლებიც რეგიონის მოსახლეობას 2 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენენ.
15.12.2014 ხაშურის გამგეობამ საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც ქალაქში შუქნიშნების ადგილების შესარჩევად და დასათვალიერებლად რამდენჯერმე ჩავიდა, სუფრა ბიუჯეტის ფულით ,,გაუშალა". სუფრა ამავე მიზნით ხაშურში ჩასულ, საგზაო პოლიციის წარმომადგენელსაც გაუშალეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის წარომადგენელი და თბილისიდან ჩასული სპეციალისტები ასეთ ადგილებს 3 თვის განმავლობაში ეძებდნენ და არჩევდნენ.
15.12.2014 კასპის მუნციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ 100 მოხელიდან 35 ჩაიჭრა. ტერიტორიული ორგანოში გამგებლის 17 წარმომადგენლიდან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 6-მა შეძლო. ბარიერის გადალახვა ასევე ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტებსაც გაუჭირდათ. 23 სპეციალისტიდან 15-მა შეძლო კონკურსის მესამე ეტაპამდე მიღწევა.
,,თუ წესივრად მოიქცევით, თათბირებზე დაგასწრებთ... ჩემი ნებაა, გააშუქებთ თუ არ გააშუქებთ... არ არის აუცილებელი მუნიციპალიტეტის მუშაობის ყველა დეტალი ყველამ გაიგოს... თქვენი შიშით თავი ვერ მოუფხანია კაცს... ჩემი თანამდებობა მაძლევს ამის უფლებას" - აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი, რომელმაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, გამგეობის თანამშრომლებთან და წარმომადგენლებთან გამართული თათბირების, საქმიანი შეხვედრების ჭიშკრის ჩაკეტვა დაუწყო.
ახალი მედიის ასოციაცია(NMA) გმობს გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" რედაქციაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტს, სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს და სამართალდამცავებს ობიექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
14.12.2014 მანქანებისკენ ნასროლ ასაფეთქებლებს სამართალდამცავები მშვიდად უყურებენ
2014 წლის 12 დეკემბერს, კასპში, მირიან მეფის ქუჩაზე, საკუთარ სახლში 47 წლის ვაჟა ბითაროვა გარდაცვლილი მისმა დამ ნახა. პირველადი დათვალიერებით სიკვდილის მიზეზი გულმკერდის არეში დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა გახდა. ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის დასადგენად ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს და ფაქტი თითქმის გახსნილია.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











