,,მე არ მიჩივლია შვილისთვის" - კასპში დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
გორის მე-11 სკოლის მშენებლობის ვადა მეექვსედ ამოიწურა
გორის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ენმ-ის წევრს 10 000 ლარს ედავება
გომი-ხაშურის გზაზე ტრაილერი გადავარდა
„დღე არ გავა, რომ ამ ადგილზე ვინმე არ წაიქცეს" - სახიფათო ტროტუარი
,,მეუფე იობმა აქ იმიტომ შემომიყვანა, რომ აბორტებისგან მეხსნა ქვეყანა'' - ქარელში ყოფილ სამშობიაროში დედათა მონასტერი გაიხსნა
კარალეთში ბაჩოს დასახმარებლად საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება
10 წლის ბაჩო, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მოედანს დაუბრუნდა
გორში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ავარია ავტობანზე, რუისის მონაკვეთზე
,,ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის შშმ პირი'' - საპატრულო პოლიციას 10 000 ლარი დააკისრეს დისკრიმინაციისთვის
ქარელში ყოფილ სამშობიარო სახლში დედათა მონასტერი გაიხსნა
მძღოლს პატრულის წინააღმდეგობისთვის 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს
სოფელ ალში საცხოვრებელ სახლს კედელი ჩამოენგრა
,,სქროლვა სქრინვის სამართველოს" ოქმი გორში
ავარია შავშვებთან
ნალექის შედეგად გორში მოქალაქეს მანქანა დაეტბორა
რედაქტორის რჩევით
კალენდარი
დღის სიახლეები

,,გზა კატასტროფაა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის რაიონის მთიან სოფელ ცხავერში ვიზიტის დროს რამდენჯერმე გაიმეორა. ,,ეს საშინელი გზაა" - დასძინა მან და ვიზიტის შემდეგ ოჯახის მასპინძელს უნარა ჯინიყაშვილს დაპირდა, რომ ,,გზას მიეხედება". 2014 წლის 12 დეკემბერს ცხავერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმს, ადგილობრივებთან ერთად, ელენერგიის გაყვანა აღნიშნეს.

00:59 / 14.12.2014

13.12.2014 კასპის რაიონის სოფელ იდლეთის მოსახლეობამ მცხეთა-კავთისხევი-კასპის სარაიონოთაშორისო მაგისტრალის გადაკეტვა დააპირა. ისინი სოფელ წინარეხის თემიდან იდლეთის გამოყოფას და კავთისხევის თემში მის  იურიდიულ გაერთიანებას ითხოვენ. ამის მიზეზი კავთისხევის თემში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებია. კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის სოფელში ბუნებრივი აირი გაჰყავთ. პატარა სოფელი იდლეთი კი, რომელიც კავთისხევთან, ფაქტობრივად, მიბმულია, ამ პროექტით ვერ სარგებლობს. 

22:06 / 13.12.2014

12.12.2014 დღეს სოფლის მეურნეობის პროეტების მართვის სააგენტო  იმ საწარმოთა სიას აქვეყნებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. მათ შორის - ,,გორის სასათბურე მეურნეობა" და ბოსტნეული-ხილის სადემონსტრაციო ნაკვეთები.

21:19 / 12.12.2014

12.12.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ,,ზაზაობის" და ,,ქარელის დღეების" დაწესება-აღდგენის შესახებ გამგეობის მიერ წარდგენილი პროგრამა დაამტკიცა. ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს: ,,აი, ქეიფები რომ იყო ადრე, სუფრები რომ იშლებოდა, ისე იქნება?". საკრებულოს თავმჯდომარის ივანე არდემანაშვილის თქმით, ღონისძიებები ძველი ,,ზაზაობის" მასშტაბით არ იქნება. მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი კი აპირებს ძამის ხეობაში მეუფე იობის რეზიდენციას ამ საკითხზე შეუთანხმდეს.

16:48 / 12.12.2014

11.12.2014 ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის ფარგლებში გორის სტუდენტებთან გამართული შეხვედრის დროს  კანონის კამკაცრების თემამ ცხარე დისკუსია გამოიწვია. შეხვედრაზე მყოფი სტუდენტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მოძალადე ქმრის დაჭერა საქმეს არ უშვლის. 

02:01 / 12.12.2014

11.12.2014 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა მამაკაცმა და განაცხადა, რომ ის ოჯახის წევრებისგან განიცდის ძალადობას და ოჯახში სადღეგრძელოს თქმის უფლების მოპოვებას უშედეგოდ ცდილობდა. შეტყობინებისთანავე შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის შემადგენლობა გავიდა, ხოლო ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში დახვდა.  ამის შესახებ გორელ სტუდენტებს შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა მოუყვა.

20:25 / 11.12.2014

2014 წლის 12 დეკემბერს შიდა ქართლის რეგიონული სასწაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 6 ავტომობილით განახლდება. ეს მანქანები კასპის, ქარელისა და ხაშურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებს გადაეცემა. ამ 6 მანქანიდან 4 მაღალი და 2 საშუალო გამავლობის ავტომობილია.

 
19:42 / 11.12.2014

10.12.2014 არ წყდება ხალხმრავლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების გორის ცენტრის ჭიშკართან, სადაც აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის,  დედაქალაქიდან ჩამოსული მოქალაქეებიც იყრიან თავს. უწყვეტი რიგების შექმნის მიზეზი მართვის მოწმობის აღების პროცედურებში 2014 წლის 15 დეკემბრიდან დაგეგმილი ცვლილებებია. კერძოდ, მომავალი კვირიდან მართვის მოწმობის აღების მსურველები თეორიულ გამოცდას 3D ბილეთების მეშვეობით ჩააბარებენ.

21:57 / 10.12.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.