რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო - ტანას ხეობა [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' გორის მუნიციპალიტეტის
მერობის კანდიდატმა ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილმა მოსახლეობასთან
შეხვედრები დაიწყო.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში( ატენი, ბოშური , ლევიტანა) იმყოფებოდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ადგილობრივებს მუნიციპალიტეტისა და კონკრეტულად ტანას ხეობის განვითარების საკუთარი ხედვები გაუზიარა. მოსახლეობამ მერობის კანდიდატთან სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნული პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარებაზეც იმსჯელეს.
შეხვედრებისას გამოიკვეთა ის პრიორიტეტული საკითხებიც, რომელთა დროულად მოგვარებაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საუბარია სასმელ წყალზე და საგზაო ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებისთვის დაწყებული სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
,,წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქტიურად დავიწყე ჩემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები. ვიმყოფებოდი სამ სოფელში (ატენი, ბოშური, ლევიტანა), შევხვდი ადგილობრივებს, რომლებმაც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს, რისთვისაც მათ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. მოსახლეობას მუნიციპალიტეტისა და კონკრეტულად ტანას ხეობის განვითარების საკუთარი ხედვები გავუზიარე. ასევე ვისაუბრეთ ადგილობრივ პრობლემებზე და მათი დროულად გადაჭრის გზებზე. შეხვედრებისას გამოიკვეთა ის პრიორიტეტული საკითხებიც, რომელთა დროულად მოგვარებაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საუბარია სასმელ წყალზე და საგზაო ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებისთვის დაწყებული სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. ჩვენს მუნიციპალიტეტში ტანას ხეობა ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია და შესაბამისად, ამ ხეობის ტურისტული პოტენციალი უსაზღვროა . ჩემი მერობის შემთხვევაში მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა ტანას ხეობა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს. ამისთვის კი მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერაა საჭირო. ჩემთვის არ არსებობს ის ბარიერები, რომლებიც მოსახლეობას დამაშორებს . მივალ თითოეულ სოფელში, თითოეულ ოჯახში და ერთად დგომით შევქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს. ტანას ხეობაში მეგზურობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და "ქართული ოცნებიდან'', ქვახვრელის, ბოშურის, ხიდისთავისა და ატენის ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბორია გოგიჩაიშვილმა გამიწიეს. მინდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებები ვუსურვო თითოეულ ჩვენს კანდიდატს.'' - განაცხადა ლადო ხინჩეგაშვილმა.

ამავე კატეგორიაში

სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის
მოზარდი დაიღუპა

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.

დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები