რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
შიდა ქართლის 25 სკოლისთვის ხის საწვავის შეძენას ბელორუსიაში აპირებენ
კომპანია ,,ვარჯი'' აპირებს, რომ შიდა ქართლის ის სკოლები, რომელთაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ზამთრის სეზონზე, ბელორუსიიდან ჩამოტანილი ბრიკეტებით გაათბოს.

ამის შესახებ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში, საგანმანათლებლო და სამეცნიურო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში მსჯელობენ.

გადაწყვეტილების მიხედვით, სააგენტო თანახმაა მიიღოს ბელორუსიიდან შემოტანილი საწვავი, თუკი შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნები იქნება წარმოდგენილი.

კომპანია ,,ვარჯმა'' 5 დღეში წარმოადგინა ბელორუსიის ლაბორატორიაში, 2023 წლის 23 აგვისტოს გაცემული დასკვნა, რომ ხის საწვავი მასალა შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ანუ საკმარის სითბოს გამოყოფს.

რადიო თავისუფლება გასულ წელს წერდა, რომ ევროკავშირმა ბელორუსიას სანქციები დაუწესა ისეთი პროდუქციის ექსპორტზე, როგორიცაა ხის მასალების გატანა.

რაც შეეხება წონას, კომპანიამ ოთხი ნიმუში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2023 წლის 8 სექტემბერს გაუგზავნა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხის საწვავის მასალა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მხოლოდ წონის შესამოწმებლად გაუგზავნეს. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოში არსებულმა სატენდერო კომისიამ სხდომის ოქმში აღნიშნა, რომ შიდა ქართლის სკოლებისთვის შემოტანილი ხის საწვავის მწარმოებელი იქნება ბელორუსია/საქართველო. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ბრიკეტების სახელწოდებაა ,,რუფი'' და ,,პინი-კეი'', თუმცა არაა აღნიშნული მწარმოებელი ქვეყანა.

,,ვარჯისგან'' შემოტანილი ხი საწვავით შიდა ქართლში 25 სკოლა მომარაგდება. ამისათვის დაახლოებით 1 მლნ ლარი დაიხარჯება.

კომპანია ,,ვარჯს“ თანხას, დაახლოებით 1 მლნ ლარს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გადაუხდის.

განცხადება ტენდერის წინააღმდეგ და უკან გახმობილი საჩივარი

აღნიშნული ტენდერი გაასაჩივრა ერთ-ერთმა კომპანიამ, რომლის სახელწოდებაა შპს „პროქურმენტ სოლუშენს“ . აღნიშნული კომპანია დაიწუნეს იმის გამო, რომ მას სკოლების ბრიკეტებით მომარაგებაში გამოცდილება არ გააჩნია.

ინფრასტრუქტურის სააგენტოს სატენდერო კომისია აღნიშნავს, რომ ბაზარზე არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელთა გამოცდილება აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს და აღნიშნულიდან გამომდინარე სატენდერო პირობები სრულ შესაბამისობაშია ტენდერის მიზნებთან. ამასთან მიუთითებს, რომ პრეტენდენტთა გამოცდილების შესახებ მოთხოვნის ჩამოყალიბებისას, სწორედ ბაზარზე ზემოაღნიშნული კომპანიების არსებობის ფაქტი გამოიყენა.

,,აღნიშნული მსჯელობით სატენდერო კომისია, ადასტურებს, რომ სატენდერო პირობები სწორედ მის მიერ მოძიებულ კონკრეტულ კომპანიებს მოარგო და მათთან შესაბამისობით განსაზღვრა. უკანონოა ფაქტი, რომ სატენდერო პირობის განსაზღვრის კრიტერიუმად/საფუძვლად ბაზარზე არსებული კონკრეტული პრეტედენტები იქნა გამოყენებული და ფაქტიც სახეზეა, რომ ეს 7 ტენდერი ზუსტად ამ კომპანიებმა გადაინაწილეს ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე საწყის სატენდერო ფასთან ახლო სატენდერო ფასებით.““ - აღნიშნავს მომჩივანი კომპანია.

როგორც ირკვევა, ინფრასტრუქტურის სააგენტოს, შიდა ქართლის გარდა, საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც აქვს გამოცხადებული მსგავსი ტენდერები.

მომჩივანი კომპანია აღნიშნავს, რომ მას მართლაც არა აქვს გამოცდილება სკოლებში ბრიკეტების შეტანის, თუმცა:

,,ასეთი პრეტედენტი ყოველთვის იარსებებს, სხვაგვარად ვერავინ გაიმარჯვებს ტენდერში, სატენდერო ხელშეკრულება შესაძლოა დაირღვეს ნებისმიერი სუბიექტის მიერ. ამიტომაც, გაუგებარია, რატომ არის დარწმუნებული სატენდერო კომისია, რომ მის მიერ მოძიებული სამი კომპანიიდან გამარჯვების შემთხვევაში ნებისმიერი მათგანი აუცილებლად შეასრულებს ვალდებულებას, რაც ადასტურებს მიკერძოების ფაქტს.ასევე, კომისიის მიერ დაუსაბუთებელია, თუ რატომ არ შეუძლია მოთხოვნილი გამოცდილების არმქონე სუბიექტს ტენდერით გათვალისწინებული ბრიკეტის მიწოდება.““ - აღნიშნავს „პროქურმენტ სოლუშენს“-ის წარმომადგენელი.

მისი აზრით, ვიღებთ ისეთ სურათს, რომლითაც ახალ საწარმოს, რომელსაც სურს ჩაერთოს სახელმწიფო შესყიდვებში სრულად ერთმევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მსგავს ტენდერში, რადგან მას საერთოდ არ გააჩნია გამოცდილება. ამასთან, ვინაიდან მას არ აქვს გამოცდილება, ვერ უზრუნველყოფს საწვავი ბრიკეტის მიწოდებას.

,,ამ ლოგიკით შემსყიდველი პირდაპირ მიუთითებს, რომ მის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ მის მიერ არჩეულ და სატენდერო პირობებთან შესაბამისობაში მყოფ 3 კომპანიას შეუძლია მონაწილეობა, რაც კონკურენციის პრინციპის უხეში დარღვევა და პრეტენდენტების პირდაპირი დისკრიმინაციაა.““ - განმარტავს „პროქურმენტ სოლუშენს“-ის წარმომადგენელი.

„პროქურმენტ სოლუშენს“-ის საჩივარი შესყიდვების სააგენტოში 20 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა 18 სექტემბერს საჩივრები მოულოდნელად უკან გაიხმო.

რაც შეეხება ,,ვარჯს“, გახდება თუ არა გამარჯვებული, ეს 21 სექტემბრის შემდეგ გაირკვევა.

შიდა ქართლში ბრიკეტით შემდეგი სკოლები მომარაგდება (სადაც ბუნებრივი აირი არაა შეყვანილი:


გორის მუნიციპალიტეტი


სოფელი კირბალი - 10 ტონა

სოფელი ახრისი - 50 ტონა

სოფელი ზეღდულეთი - 11 ტონა

სოფელი წითელუბანი – 35 ტონა

სოფელი არბო - 8 ტონა

სოფელი ბერშუეთი - 12 ტონა

სოფელი არაშენდა - 7 ტონა

სოფელი ბოშური - 15 ტონა

კასპის მუნიციპალიტეტი

სოფელი აღაიანი - 15 ტონა

სოფელი ახალციხე - 12 ტონა

სოფელი გუდალეთი – 3 ტონა

სოფელი დოესი – 15 ტონა

სოფელი ზემო ხანდაკი - 15 ტონა

სოფელი ლამისყანა - 15 ტონა

სოფელი მეტეხი - 15 ტონა

სოფელი მიქელწყარო – 10 ტონა

სოფელი საქადაგიანო – 15 ტონა

ხაშურის მუნიციპალიტეტი

სოფელი ალი – 16 ტონა

სოფელი ბეკამი – 22 ტონა

სოფელი ბროლოსანი – 10 ტონა

სოფელი ნაბახტევი - 15 ტონა

სოფელი სატივე – 14 ტონა

სოფელი ტეზერი - 10 ტონა

სოფელი წაღვლი – 15 ტონა

სოფელი ცოცხნარა – 10 ტონა

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის
თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
12:57 / 25.07.2024
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია
აღზრდილი.
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია აღზრდილი.
11:30 / 25.07.2024
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
11:03 / 25.07.2024
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
16:49 / 24.07.2024
ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს
მოვიდა.

ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს მოვიდა.

14:45 / 24.07.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.