რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ბებნულას არხზე მომუშავე კომპანია ,,თბილისი დეველოპმენტ გრუპს'' დაკისრებული ჯარიმა გაუნახევრეს
ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია ,,თბილისის დეველოპენტ
გრუპს'' ჯარიმის ოდენობა გაუნახევრეს.
სახელმწიფო ნაცვლად 80.9 ათასი ლარისა, 40.4 ათას ლარს გადაუხდის.
საქმე ეხება ბებნულას არხს, რომლის რეაბილიტაციას კომპანია ,,თბილისი დეველოპმენტ გრუპი'' ქარელში, სოფელ ბებნისის ტერიტორიაზე, ახორციელებდა. პროექტის ჯამური ღირებულება 600 ათას ლარს აღემატებოდა.
რეაბილიტაცია კომპანიამ 112 დღის დაგვიანებით დაასრულა. ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, პირგასამტეხელო 80 900 ლარი დააკისრეს. ეს თანხა კომპანიას აღარ გადაურიცხეს.
ამის შემდეგ, კომპანიამ სასამართლოს მიმართა და ამ თანხის ანაზღაურება მოითხოვა.
საქართველოს მელიორაციის იურისტის განცხადებით, ,,თბილისი დეველოპმენტ გრუპს'' არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა თებერვალში, მან კი ობიექტის მშენებლობა 5 ივნისს დაასრულა.
,,თბილისი დეველოპმენტ გრუპმა'' აღნიშნა, რომ სამუშაოების დაგვიანება ობიექტური მიზეზებმა გამოიწვია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი დიდი ოდენობის ჯარიმა უნდა განახევრდეს, რადგან მელიორაციის სამსახურს არ გამოუთქვამს პრეტენზია ხარისხზე და არც იმაზე, რომ სამუშაოების დაგვიანების გამო, ვინმე დაზარალდა, თუნდაც მოსახლეობა:
,,არსებობს მისი ოდენობის ნახევრამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამ ოდენობით განსაზღვრული პირგასამტეხლო არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და პროპორციული ოდენობის. მართალია, მომსახურების ვადა დაირღვა, თუმცა მელიორაციის სამსახური სასამართლოში საქმის განხილვისას ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული რაიმე ზიანის არსებობის თაობაზე არ უთითებდა. ასევე, პრეტენზია არ გაცხადებულა შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებით. შესაბამისად, დგინდება, რომ მომსახურება შესრულდა შეთანხმებული ხარისხით და ვადაგადაცილების შედეგად შემსყიდველს რაიმე ზიანი არ წარმოშობია.'' - აღნიშნა მოსამართლემ.

ამავე კატეგორიაში
2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი
კი - ხაშურიდან.
თავდაცვის სამინისტრო 36 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, აქედან 28 ათასი ლარი
11 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. გენო პეტრიაშვილმა გაიჩაანთუბანში
"გ. ნათაძის სახ. სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის
სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის'' დასკვნა
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები