რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ქარელის პოლიციის მიერ უკანონოდ დაკავებულ პირს პროკურატურა 5 000 ლარს აუნაზღაურებს
ქარელის პოლიციის მიერ უკანონოდ დაკავებულ პირს პროკურატურა, მორალური ზიანის სახით, 5 000 ლარს აუნაზღაურებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ხაშურის, შემდეგ კი საპელაციო და უზეანესმა სასამართლოებმა მიიღეს.

საბოლოო გადაწყვეტილება 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.

უკანონო პატიმრობაში მყოფი პირი, მორალური ზიანის სახით, 60 000 ლარს, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 10 000 ლარს ითხოვდა.

უკანონო პატიმრობის გამო, მოქალაქეს მხოლოდ მორალურ ზიანს აუნაზღაურებენ, თანაც 5 ათას ლარს. დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქმე იმაშია, რომ 2021 წლის 22 თებერვალს, ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე მოქალაქე ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ქურდობას იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის.

უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით, იგი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქმის მასალებით მიხედვით, ირკვევა, რომ მოქალაქეს უჩიოდა მისი ბიძა სახლიდან სხვადასხვა ნივთების ქურდობის გამო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში

14 ივნისის ჩათვლით სელფი ახალ მომხმარებლებს უფასო 1 კვირიან ულიმიტო
სერვისებს სთავაზობს
14 ივნისის ჩათვლით სელფი ახალ მომხმარებლებს უფასო 1 კვირიან ულიმიტო სერვისებს სთავაზობს
14:21 / 02.06.2026
მოქალაქეთა ნაწილი დასახმარებლად გორის მერიას
მიმართავს.
მოქალაქეთა ნაწილი დასახმარებლად გორის მერიას მიმართავს.
13:37 / 02.06.2026
გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილის ინტერესებს,
ლაშა ტყეშელაძის ნაცვლად, საქართველოს ბანკის იურისტი დაიცავს.
გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილის ინტერესებს, ლაშა ტყეშელაძის ნაცვლად, საქართველოს ბანკის იურისტი დაიცავს.
21:16 / 31.05.2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯაშუშობის
ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
14:31 / 30.05.2026
სუსის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
სუსის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
11:28 / 30.05.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.