რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,22-ე დაბადების დღის შემდეგ'' - რუსკა ბუზიაშვილი
შარშან, დაბადების დღეზე, ჩემი უდიდესი სურვილი ავისრულე, დინამოზე შევხვდი, 22-ე დაბადების დღეს.

ის ღამე იყო, ნაკრები რომ ევროპაზე გავიდა… ვერც აღგიწერთ ალბათ, რა ბედნიერი ვიყავი… 2 დღეში ტატუ გავიკეთე, ევროპაზე გასვლის აღსანიშნავად.

მერე ბევრი ვიტირე, ზოგი სიხარულისგან, ზოგი მწუხარებისგან, ევროპის ჩემპიონატის დროს. გამოვარდნის შემდეგაც ტატუ გავიკეთე და ეს ორი ფაქტი, სამუდამოდ ჩავწერე ჩემს ცხოვრებაში.

ოთხი წლის მანძილზე, ყოველ შეკრებაზე, დღეში 3-4 პოსტს ვაზიარებდი, მინიმუმ. საკუთარ კლუბებში გატანილ გოლებსაც კი, ისე აღვნიშნავდი, როგორც ნაკრებში გატანილს.

საათები ვიდექი რიგში, ბილეთი რომ მეყიდა, ყველა თამაშის ბილეთი ვიყიდე, ბედი იყო ალბათ, ან იღბლის ამბავია, არაა მარტივი ყველა თამაშს დაესწრო.

როდესაც ბიჭებს ვჭირდებოდი, ბოლო წამამდე ვღრიალებდი ტრიბუნიდან, ბოლოს ფილტვების ტკივილით გამოვდიოდი ხოლმე და კვირები საუბარი მიჭირდა…

ასეთი ვიცი ათასობით ადამიანი, დღევანდელი რუსთაველის გამზირიდან, სესხები რომ აიღეს, მაღალ პროცენტში, ოღონდ გერმანიაში ნაკრების გვერდით მდგარიყვნენ და იქიდან ჩამოსულები, კვირები რომ ვერ საუბრობდნენ, ყელის ტკივილისგან.

ამის შემდეგ მე როდის გამიჭირდა საუბარი იცით?! პარტიულ კლიპში რომ დავინახე, ნაკრების ხუთი ფეხბურთელი. ამაზე უფრო მეტად, დარბევის დროს ჭყლეტაში რომ მოვყევი, მაშინ მიჭირდა საუბარი. მერე, ჭყლეტას თავი რომ დავაღწიე და მეგონა სამშვიდობოს გავედი, სახურავიდან რომ ჩამოყარეს ცრემლსადენი კაფსულები, ფეხებზე რომ დამეცა, მაშინ მიჭირდა სუნთქვა და საუბარი, ფილტვებიც მთელი კვირა მტკიოდა. ჩემს მეგობრებს რომ ძვლები დაუმტვრიეს, მაშინაც მიჭირდა საუბარი, შინაგანი ტკივილისგან. ჩემზე პატარა ბავშვები რომ დააპატიმრეს, მაშინაც მიჭირდა საუბარი.

განსხვავება იცით რა იყო?

ნაკრების გულშემატკივრობისთვის, მადლობებს ვიღებდით მათგან, ქვეყნის სიყვარულისთვის სოლიდარობაც კი არ მიგვიღია.

კვარამ, გურიისთვის 10 000 (ჯამში 30 000) იცით ვის დაურიცხა?! არა მოხალისეებს, არამედ საკრებულოს წევრს, ერთ-ერთი სოფლის გამგებელს, არც კი ენდო ფონდებს და მოხალისეებს, რომლებზეც თვეებია დგანან ადამიანები.

ბოლოს, საერთოდ კატასტროფა იყო, როდესაც ,,სევსამორა”-დან არც მეტი, არც ნაკლები ,,პარაგრაფში” გადაიყვანეს…

იმედი მაქვს, როდესაც ,,ფლეისთეიშენს” ჩაუჯდებით სათამაშოდ, ან საუბარს დაიწყებთ ერთმანეთში, ხშირად შეგაწუხებთ, რუსთაველიდან წამოსული ხმა.

ჰოდა ასე, იმედგაცრუებულმა წელს არც კი ვცადე ბილეთებზე შესვლა, არც კი ვიცოდი, როდის იწყებოდა შეკრება, არც ის მაინტერესებს როგორ დამთავრდება ეს თამაშები.

თუ ევროპაზე გასვლა და თამაში უნდათ, ევროპაზე გასვლისთვის მთავარი ,,თამაში” მე-4 თვეა რუსთაველზე მიმდინარეობს, ეგრევე ფინალში ვერ ჩაერთვებით, გვიანი იქნება და ახლავე დაფიქრდეთ ჯობს.

ჰოდა, მე რომ 4 წელი მიყვარდნენ და ვიბრძოდი მათთვის, მე რომ ასე მაქვს ნატკენი გული, წამით წარმოიდგინეთ, ის მამები რას გრძნობენ, 40 წელი რომ ამ ნაკრებს ელოდნენ და ახლა მათი შვილი ციხეშია, ქვეყნის სიყვარულისთვის, ის ბიჭები კი, ვინც ამ ქვეყნის ნამუსი უნდა იყოს, დუმილს არჩევენ.

ეროვნული ნაკრები, რა ვიცი, მოვა დრო და ეს დუმილი სამარცხვინო გახდება.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!


რუსკა ბუზიაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი გორიდან

19 მარტი, 2025


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის
მოზარდი დაიღუპა
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა
11:39 / 13.06.2025
,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის
განყოფილების უფროსის მოადგილე

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

23:12 / 12.06.2025
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
18:29 / 12.06.2025
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
22:21 / 11.06.2025
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
20:18 / 11.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.