რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
თელიანში პოლიცია ,,თავისუფალ დემოკრატების" მხარდამჭერს ბიძაშვილით აშანტაჟებს
2016 წლის 22 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ ჩოჩეთთან პოლიციამ ავტომანქანით მიმავალი პაატა ბეჟიტაშვილი გააჩერა.

თელიანელ პაატა ბეჟიტაშვილს მართვის მოწმობა არ აღმოაჩნდა, ხოლო, განმეორებითი შემთხვევის დაფიქსირების გამო, 1500 ლარის ჯარიმის გამოწერით დაემუქრნენ.

,,პოლიციელებმა მითხრეს, მათ შორის, ერთერთი ხანდაკელი გოჩა იორდანაშვილი იყო, ჯარიმას არ დაგიწერთ, თუკი შენი ბიძაშვილი ბონდო ბეჟიტაშვილი ჯიხურის ქურდობის ფაქტს აღიარებსო" - ამბობს პაატა ბეჟიტაშვილი.

ამ დროს მის მანქანაში მისი ბიძაშვილი ბონდო ბეჟიტაშვილიც იჯდა. გადმოვიდა მანქანიდან და პოლიციელებს უთხრა, რომ ჯიხური მას არ გაუქურდავს და დანაშაულსაც არ აღიარებს.

,,ჩამსვეს თავიანთ მანქანაში და მითხრეს, ჯიხურის ქურდობა აღიარეო. ვკითხე, რატომ უნდა ვაღიარო ის ფაქტი, რომელიც არ ჩამიდენია-მეთქი, მაგინეს და შეურაცხყოფა მომაყენეს"- გვითხრა ბონდო ბეჟიტაშვილმა.

ის იმ ჯიხურთან გამოგვყა, რომლის ქურდობასაც აბრალებენ.

ეს ჯიხური იმავე ბეჟიტაშვილების უბანში დგას და გია ბეჟიტაშვილს ეკუთვნის. ამ რკინის ჯიხურში რკინეულობა და მანქანის ნაწილები ინახება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯიხურის მეპატრონეს გია ბეჟიტაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ღამის საათებში ფარნით ხელში სწორედ ბონდო ბეჟიტაშვილს წაადგა.

,,მე ხელს ვადებ ბონდო ბეჟიტაშვილს. შუქი რომ მივანათე, ვიცანი. მაგის დაგდებული დანა ახლაც სახლში მაქვს შენახული" - აცხადებს გია ბეჟიტაშვილი.

როგორც გია ბეჟიტაშვილი ყვება, ქურდობა დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა.

თელიანის მაჟორიტარი წარმომადგენელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ თუკი დანაშაული მოხდა, ფაქტი პოლიციამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს.

ჩვენი თანდასწრებით კი, გია ბეჟიტაშვილს უსაყვედურა, რომ თუკი სიბნელეში იცნო, იმავე ღამესვე უნდა მისულიყო ბონდო ბეჟიტაშვილის ოჯახში, ან კიდევ პოლიციაში განეცხადებინა.

გია ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ქურდობის ფაქტის შესახებ, მხოლოდ, სოფლის რწმუნებულებს უთხრა.

,,იყო თუ არა ჯიხურში შესული ბონდო ბეჟიტაშვილი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თითის ანაბეჭდები აიღოს და ასე შემდეგ, მაგრამ, ამ შემთხვევაში საქმე სულ სხვა რამესთან გვაქვს. ჩვენი პარტიის მხარდამჭერზე პაატა ბეჟიტაშვილზე ახორციელებენ ზეწოლას, რას ნიშნავს, აღიაროს შენმა ბიძაშვილმა დანაშაული, თორემ შენ გაგებინებთ პასუხსო? ეს ტერორი და ზეწოლა უნდა დამთავრდეს" - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ამავე სოფელში მცხოვრებმა ლევან მამულაშვილმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მაზნიაშვილი - ქართული სოფელის" წევრია, პოლიციის მხრიდან დაშინების ფაქტზე, გენინსპექციას მიმართა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.