რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
პოლონეთიდან დაბრუნებულ გორის მერს ტენდერში ნათესავის კომპანია დახვდა
ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სატენდერო კომისია ,,ვერელი +" ტენდერთან დაკავშირებით, მოხსნა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელმა პოლონეთიდან დაბრუნებისას მიიღო.

ზურაბ ჯირკველიშვილის მიერ ხელმოწერილ 2017 წლის 13 თებერვლის დოკუმენტით ირკვევა, რომ ის კომპანიასთან ინტერესთა კონფლიქტშია.  

,,ვერელი პლიუსი" იმარჯვებს ტენდერში, რომელიც გორის გზების მოვლა-შენახვას ითვალისწინებს.

ტენდერი 2017 წლის 3 იანვარს გამოცხადდა. პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 2017 წლის 3 თებერვალს ევალებოდა და ტენდერიც ამ დღეს გაიმართა.

3 თებერვალს ზურაბ ჯირკველიშვილი პოლონეთში გაფრინდა. სატენდერო კომისიის ხელმძღვანელობა მისმა მოადგილემ გიორგი რაზმაძემ გადაიბარა.

ყველაზე დაბალი ფასი, დაახლოებით 61 ათასი ლარი კომპანია ,,ვერელი პლიუსმა" მიუთითა. საწყისი ფასი, 80 ათასი ლარი იყო.

8 თებერვლის სხდომაზე კომისიის წევრებმა (სულ სამი წევრი - გიორგი რაზმაძე, დალი ტლაშაძე, აკაკი ხუფენია) მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომპანიას არასრული დოკუმენტები აქვს წარდგენილი.

კერძოდ, არ აქვს დაზუსტებული ფასების ცხრილი, არ ჰქონდა წარდგენილი ანალოგიურ სამუშაოებზე გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და, ასევე, არ ჰქონდა მითითებული შესაბამისი ტექნიკის ფლობის დამადასტურებელი მოწმობა.

გიორგი რაზმაძემ მერის ნათესავის კომპანიას მისწერა, რომ თუ აღნიშნულ დოკუმენტაციას 3 დღის განმავლობაში არ წარადგენდა, მოიხსნებოდა ტენდერიდან.

სამი დღე 11 თებერვალს ამოიწურა. 11 თებერვალს ზურაბ ჯირკველიშვილი პოლონეთიდან დაბრუნდა და სატენდერო კომისიის ხელმძღანელობას დაუბრუნდა.

ზურაბ ჯირკველიშვილმა 13 თებერვალს გამოაცხადა, რომ კომისია დატოვა.

აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, ზურაბ ჯირკველიშვილს პრობლემები 2015 წელსაც შეექმნა.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.