რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება
10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პირადობის მოწმობები  უფასოდ საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით გაიცემა.

ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ.

აქციის მიზანია ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება. რაც უფრო მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტს, მით უფრო დაცულია პრინციპი − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა!“ სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 485 876-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2 862 018 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების
გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით
პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
18:51 / 02.11.2026
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ
ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის
ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
15:49 / 02.11.2026
შიდა ქართლში მოზარდების მიერ ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის
ფაქტზე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მოზარდის დედა და
სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო ვიდეოს გადამღების მიმართ საქმის
წარმოება შეწყდა.
შიდა ქართლში მოზარდების მიერ ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მოზარდის დედა და სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო ვიდეოს გადამღების მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
14:42 / 02.11.2026
სოფელ ზერტში 200-ბავშვიანი საბავშვო ბაღის ჩაბარებიდან წელიწადზე
მეტი გავიდა, თუმცა ობიექტი კვლავ გაუხსნელია, ბავშვები კი ნაქირავებ
კერძო სახლში დაჰყავთ.
სოფელ ზერტში 200-ბავშვიანი საბავშვო ბაღის ჩაბარებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ობიექტი კვლავ გაუხსნელია, ბავშვები კი ნაქირავებ კერძო სახლში დაჰყავთ.
11:10 / 02.11.2026
ტურნირზე OPEN KUTAISI 2026 შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური
სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს
მედალი დაისაკუთრეს.
ტურნირზე OPEN KUTAISI 2026 შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.
19:05 / 01.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.