რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
შეყვარებულმა ვაჟმა სურამის ციხიდან გოგონას სიყვარული ორიგინალურად აუხსნა
სურამის ციხეზე ახალგაზრდა ვაჟმა პლაკატი წარწერით ,,მიყვარხარ გულში მე" გააკრა. ფაქტმა ადგილობრივებისა და დამსვენებლების ყურადღება უკვე მიიქცია.

პოეტმა და მომღერალმა, ანამბლ ,,სალხინოს" ხელმძღვანელმა გოგი გოგოლაძემ ადგილობრივ გაზეთ ,,ხაშურის მოამბეში" წერილი გამოაქვეყნა:

ღია წერილი გიორგის ან ბექას ან ლაშას ან სულ სხვას...

მე არც სახელი ვიცი შენი და მითუმეტეს - არც გვარი. ან, შესაძლოა, ვიცი და ეგებ, ვიცნობთ კიდეც ერთმანეთს. თუმცა, არსებითად, ამას არც აქვს მნიშვნელობა. მოდი, პირობითად გიორგის გიწოდებ. შენი ნამოქმედარიდან გამომდინარე, ვგრძნობ, შენი ასაკი 15-16-17 წლებთან უნდა იყოს ახლოს, ამიტომ გიოც რომ დაგიძახო, არც ამით დაშავდება რამე. ჰოდა, ჩემო გიო, პირდაპირ უნდა გითხრა – მაგარი კაცი მგონიხარ! ვიცი, ახლა შენს სხეულში და სულში მთელი რევოლუციები ხდება. რევოლუცია, ჩემო პატარა მეგობარო, ზოგადად, ნგრევასთან და რბევასთან ასოცირდება, მაგრამ ეგ ,,შენი” რევოლუცია სულ სხვაა- აი, ისეთი რომ აგიყვანს, მთელ ზეცას მოგატარებს, სულ სხვანაირს დაგანახებს სამყაროს და ბოლოს მზეს ჩაგახუტებს.

ეგ რევოლუცია შუა ღამეს რომ წამოგახტუნებს, ვარსკვლავებს დაგათვლევინებს და სადღაც მესამასე თუ მეხუთასე ვარსკვლავის დათვლის შემდეგ, იმ ცნობილი კინოგმირივით გათქმევინებს: ,,რა კარგია ცხოვრება, ამის დედა ვატირე”-ო.. ახლა შენია მთელი დედამიწა, გიო- მოუარე, უპატრონე და გაიხარე. იმასაც გეტყვი, წუხელ რომ ვარსკვლავებს ითვლიდი, იქიდან, იმ მილიონობით ვარსკვლავიდან, მხოლოდ ერთია შენი – შენ რომ ყველაზე ლამაზი გგონია და კი არ გგონია, ასეცაა – სხვა მისნაირი არც შეიძლება იყოს და არც არის! ახლა შენს გარშემო ქერუბიმებისა და სერაფიმების ,,ჯარია”, ყველაფერი გააკეთე, რომ მათ მთელი ცხოვრება შენთან ერთად გაატარონ, მოეფერე და იმათ გალობას შენც გალობით უპასუხე და თუ იმათ არ მიატოვებინებ თავს, თუ სიყვარული მუდამ იქნება შენში, შენზე ბედნიერი კაცი არ იქნება. შენ შეიძლება ვერ გრძნობ და ამასაც მე გეტყვი: უფლის წყალობაა ამ წუთებში შენზე გადმოსული, უფალი გვაძლევს სწორე იმ საოცარ განცდას, რასაც სიყვარული ქვია და რომელზეც დგას სამყაროს ,,ანი” და ,,ჰოე”.

მაგარი კაცი ხარ-მეთქი, თავში გითხარი. ამ შენს ,,ბილბორდს” კონკრეტული სახელი რომ არ დააწერე და იმ შენი ათინათის ღირსებას გაუფრთხილდი, ეგეც მაგ ,,მაგრობაში” გადის.

არ ვიცი, ამ ,,ბილბორდის” ადრესატს, მიხვდა თუ არა, რომ მისთვის იყო ეს გზავნილი. თუ იმას, პულსის რაოდენობა იმის ნახევარი მაინც აქვს, რაც შენ, აუცილებლად მიხვდებოდა, თუ არა და შენი კარგი კაცობით, შენი კარგი სწავლით, შენი კარგი ქართველობით, შენი კარგი სურამლობით დაუმტკიცე რომ ხარ ამ სიყვარულის ღირსი. ვიცი, ასეც იზამ, ვიცი და მიხარია.

წინ მთელი ცხოვრება გაქვს, გიო. ამ გზაზე ათასი ბარიერის დაძლევა მოგიწევს. მთავარია, ეგ სიყვარული იყოს მუდამ შენთან და ყველა ბარიერს ისე დაფშვნი, როგორც წნეხის ქვეშ მოყოლილ ალიზს.

სულ სხვა თემაა, მაგრამ ამ ჩვენმა ბებერმა ციხემაც როგორ მოიხდინა ეგ შენი ,,ნამოღვაწარი”. რა გასაკვირია? ეგ ციხეც ხომ შენს დიდ წინაპრებს სამშობლოს სიყვარულმა ააშენებინა. ჰოდა, სიყვარული სიყვარულთან რომ ,,მივიდა”, ლამაზი გამოჩნდა ძალიან.

გადაგღალე, გიო, მგონი. აღარ შეგაწყენ თავს. ერთს გთხოვ მხოლოდ: ძალიან, ძალიან მინდა შენს სიყვარულს ბედნიერი დასასრული ჰქონდეს, ღმერთს მეოხად ვუდგები რომ ასეც იყოს! და როცა ეს მოხდება, ქორწილში დაპატიჟებაზე როგორ გავკადნიერდები, მითუმეტეს, შეიძლება არც ვიცნობთ ერთმანეთს, უბრალოდ, რაღაცნაირად გამაგებინე. ასაკი უკვე ხელს მიშლის, მაგრამ ისე როგორ წავხდები, რომ თქვენი სიყვარულის სადღეგრძელო ერთი საშუალო ზომის განსხვავებულით ვერ დავლიო?!
გკოცნი და გეფერები! გოგი გოგოლაძე, სურამი


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.